კონტაქტი:
sportnet.ge@gmail.com
Демонстрационный сайт » “ეს ბიოლოგიური იარაღია” - რა ელის მსოფლიოს ჩინეთის იზოლაციის შემთხვევაში

“ეს ბიოლოგიური იარაღია” - რა ელის მსოფლიოს ჩინეთის იზოლაციის შემთხვევაში

image
31-01-2020, 23:12
5 285
0

ჩინეთსა და მის ფარგლებს გარეთ ქვეყნებში, უცნობი კორონავირუსის სწრაფი ტემპით გავრცელების გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური განგაში გამოაცხადა, ჩინეთთან რამდენიმე ქვეყანამ საზღვარი ჩაკეტა, აკრძალულია ფრენები, იზოლაციაშია ქალაქი ვუხანი, დღითი დღე კი ამ ვირუსით გამოწვეული გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში და ჩინეთის კვლევების სპეციალისტი (სინოლოგი) ვახტანგ მაისაია „რეზონანსს" ესაუბრა იმაზე, თუ გლობალური ეპიდემიის გამო, ჩინეთის იზოლაცია რა გავლენას მოახდენს მსოფლიო პოლიტიკაზე და ეკონომიკაზე.

იგი მიიჩნევს, რომ მსოფლიო ვირუსის გამო, ფორსმაჟორულ სიტუაციაშია, რაც მისი თქმით მსოფლიოს ტემპს პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით სერიოზულად შეაფერხებს.

რა ელის მსოფლიოს...

„ყველაფერი ფორსმაჟორულ სიტუაციაშია, დღითიდღე სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება, ჩინეთი წამყვანი ეკონომიკური სახელმწიფოა, ახლახანს აშშ-მა და ჩინეთმა 200 მილიარდ დოლარიანი სავაჭრო ხელშეკრულება გააფორმეს, ეს მხოლოდ ერთი ხელშეკრულებით და თქვენ წარმმოიდგინეთ სხვა ხელშეკრულებებით თანხის რა მოცულობა იქნება.

„ჩინეთი საქართველოს მესამე მთავარი სავაჭრო პარტნიორია, ჩინეთიდან პირდაპირი ინვესტიციების მოცულობები საკმაოდ სოლიდურია, ჩვენი ექსპორტის 25 % ჩინურ ბაზარზე მოდის, ასევე, ბოლო პერიოდში ჩინური ტურისტების რაოდენობაც გაიზარდა, ამიტომ, ჩინეთის საკმაოდ სერიოზული იზოლაცია პირველ რიგში ყველა ვარიანტში ეკონომიკური პოტენციალის შეფერხებას გამოიწვევს.

„სერიოზული შეფერხება იქნება მსოფლიო ეკონომიკური სისტემებისათვის, ვაჭრობის ტემპებიც საკმაოდ შემცირდება. ასე რომ, წინ საკმაოდ სერიოზული გამოწვევებია, იმიტომ, რომ მსოფლო წარმოების 25 პროცენტი ჩინეთზე მოდის."

გლობალური ეპიდემია მსოფლიო პოლიტიკაზე...

„ეპიდემიის გამო, პოლიტიკური კუთხითაც იქნება შეფერხება, ჩინეთი გლობალური დონის გავლენის ცენტრია, მსოფლიო წესრიგის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რა თქმა უნდა, ეს გავლენას იქონიებს გეოპოლიტიკური მიმართულებითაც, შესაძლოა გლობალურ პოლიტიკაში ჩინეთის ერთგვარი ჩაჩოჩება მოხდეს.

„ასე თუ ისე, ჩინეთი რუსეთის ფაქტორს აბალანსებდა, ახლა კი, როგორ წარიმართება მოვლენები, ძნელი სათქმელია, ვფიქრობ, რომ სიტუაცია საკმაოდ გართულდება, ასევე ვფიქრობ, რომ ეს გრძელვადიანი იქნება, რადგან იზოლაციის ეფექტი სულ მცირე ერთი წელი მაინც გაგრძელდება.

მსგავსი ტიპის მსოფლიო ეპიდემია...

„კორონავირუსი საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა, ხდება მუტაცია, 1918 წელსაც მსოფლიო განგაშის საფუძველი პანდემია გახდა, როდესაც მილიონობით ადამიანი გარდაიცვალა და იმედია ამ შემთხვევაში ასე არ იქნება,

„იმ დროისგან განსხვავებით ახლა გლობალურ ინტეგრაციაზე დამოკიდებულება უფრო მეტია და დღეს კაცობრიობას უფრო მეტად შეუძლია სერიოზული ვირუსისაგან თავი დაიცვას, ვიდრე ადრე იყო, დღეს კაცობრიობა მეტ-ნაკლებად მომზადებულია და შესაძლებელია, რომ ვირუსს გაუმკლავდეს.

შესაძლო მსოფლიო პანიკა

„მთავარია პანიკა არ დაიწყოს, შესაძლოა ამ მასშტაბებმა მსოფლიო პანიკა გამოიწვიოს და დავუშვათ ეთნიკური დაპირისპირებები დაიწყოს, ახლაც უკვე შეიმჩნევა, როდესაც ჩინეთის მოქალაქეებზე ვისურსის გამო, უფლებები ილახება და.ა.შ. ძალიან ცუდი ტენდენციებია.

„ასეთმა ცუდმა დამიკიდებულებამ შესაძლოა ჩინეთის პიოლიტიკურ პოტენციალზეც აისახოს და აგრესიული ჩინეთმა შესაძლოა საშინელი ტენდენციებიც განავითაროს.

მსოფლიო განგაშის საფუძველი.

„მსოფლიოს განგაშს ამყარებს ისიც, რომ კორონავირუსის სამკურნალოდ რაიმე სახის მთოდოლოგია არ არსებობს და საკმაოდ დაჩქარებული ტემპებით ვრცელდება, ამდაგვარია, მაგალითად შიდსი და ებოლა, მაგრამ ეს ორი ასეთი სწრაფი ტემპით არ ვრცელდება, თან ამ ტიპის ვირუსიების შესაჩერებელი მეთოდოლოგიაც არსებობს.

„არცერთი ადამიანი არაა დაცული ასეთი ვირუსისაგან, თან მუტაციურია, ფატიურად ჩათვალეთ, რომ ეს ბიოლოგიური იარაღის გაჟონვისმაგვარია.

ვირუსის გავრცელება ქვეწარმავლებისგან და ღამურებისგან

„ზოგი ამბობს, რომ ეს შესაძლოა ბიოლოგიური ლაბორატორიდან შტამპის გაჟონვის გამოაო, თუმცა, ბუნებრივი გამოვლენაც სავსებით ლოგიკურია, შემიძლია გითხრათ თუ როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ვირუსის განვითარება.

„დავუშვათ, ერთ-ერთი კატეგორიის ვირუსის გრიპის მატარებელმა ადამიანმა უბრალოდ გველის ან ღამურის ხორცი მიიღო, ღარიბ მოსახლეობაში, რომლებსაც არ აქვს იმის საშუალება, რომ ნორმალური საკვბით იკვებოს, გველის ხორცი იმუნიტეტის გამაძლიერებლად ითვლება.

„როდესაც ჩინეთში ვიყავი, ერთ-ერთი ადამიანი ავად იყო და იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის გველის ხორცი შესთავაზეს, ამიტომაც, არ გამოვრიცხავ ამ ტიპის გავრცელებასაც.

„ჩინეთში სიღარიბე საკმაოდ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს,ეკონომიკა კი არის განვითარებული, მაგრამ ამხელა მოსახლეობაში ყველაფერს ვერ მოიცავ."-განაცხადა მაისაიამ.




დამატება
კომენტარები (0)
Прокомментировать
Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив