კონტაქტი:
[email protected]
» ვან დაიკი კინაღამ ავადმყოფობას შეეწირა...

ვან დაიკი კინაღამ ავადმყოფობას შეეწირა...

image
1-04-2019, 18:45
274
0
Ვან დაიკი მაშინ 20 წლის იყო და გრონინგენში თამაშობდა, როცა Მისი კარიერა და, რაც მთავარია სიცოცხლე, კინაღამ ავადმყოფობამ შეიწირა.

ერედივიზიონის ერთ-ერთი მატჩის შემდეგ მან თავი შეუძლოდ იგრძნო. კლუბის Ექიმებმა ჩათვალეს, რომ ვან დაიკს განსაკუთრებული არაფერი სჭირდა და დიდი ყურადღება არ მიაქციეს. აღმოჩნდა, რომ საქმე სერიოზულად იყო და ჰოლანდიელს ბრმა ნაწლავის შეტევა, პერიტონიტი და თირკმლის ინფექცია ჰქონდა.

“Ვირჯილი ძალიან ცუდად იყო, მაგრამ მიზეზს ვერ ვარკვევდით ” - ამის შესახებ გრონინგენის ყოფილმა მეორე მწვრთნელმა, დიკ ლუკიენმა Four Four Two-სთან ინტერვიუში ისაუბრა..


“თავიდან გრიპი გვეგონა, იგი სახლში იწვა და აუტანელი ტკივილს განიცდიდა. Მან საავადმყოფოს მიაკითხა, თუმცა მათაც ვერ დასვეს ზუსტი დიაგნოზი. Ტკივილი კიდევ უფრო აუტანელი გახდა და ვან დაიკს დედამისმა ჩამოაკითხა, რომელიც მიხვდა, რომ საქმე სერიოზულად იყო”

Მან შვილი სხვა საავადმყოფოში წაიყვანა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა. შოკირებული ვიყავი, როცა ვარჯიშზე ვნახე ვან დაიკი - 2 მეტრიანი კაცი დაპატარავებულიყო. Საბედნიეროდ მისი ორგანიზმი ყველაფერს გაუმკლავდა”

ვირჯილის მდგომარეობა იმდენად სავალალო იყო, რომ ოპერაციის ჩატარება მოუხდა და სეზონის ბოლო ორი თვე გამოეთიშა ფეხბურთს.


Ოპერაციის წინ, მან ანდერძიც კი შეადგინა, რადგან უარესისთვის ემზადებოდა.

“ასეთ მომენტებში, თავში ყველაზე ცუდი ფიქრები მოგდის. Ჩემი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. Მე და დედა ვლოცულობდით და ვსაუბრობდით იმაზე თუ რა შეიძლება მომხდარიყო. Ანდერძიც შევადგინა  და ხელი მოვაწერე. Ეს გარკვეულწილად გამოცდა იყოს ჩემთვის." - გაბნაცხადა ვან დაიკმა.

"Ჩემი გარდაცვალების შემთხვევაში, ქონების ნაწილი დედას დარჩებოდა. Ამაზე არც ერთს გვინდოდა საუბარი, მაგრამ იძულებული ვიყავი ეს გამეკეთებინა.”

Საბედნიეროდოდ ვირჯილ ვან დაიკმა ყველაფერი გადალახა და დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია. Იგი ნაკრების კაპიტანი და ლივერპულის შეუცვლელი ფიგურაა, რომელიც ამ სეზონში ჩემპიონობისთვის იბრძვის.шаблоны для dle 11.2





მსგავსი სიახლეები
შოთა არველაძე შესაძლოა მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი და ტიტულოვანი გუნდის მწვრთნელი გახდეს
შოთა არველაძე შესაძლოა მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი და ტიტულოვანი გუნდის მწვრთნელი გახდეს
თურქული მედია ჩვენთვის მეტად საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ტაშკენტის "ფახთაქორის" ქართველი მწვრთნელი შოთა არველაძე შესაძლოა,
ჩაკვეტაძე მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ შეაქო
ჩაკვეტაძე მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ შეაქო
გიორგი ჩაკვეტაძეს შესახებ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა  სპორტულ გამოცემა Skysport-თან ისაუბრმა :"გიორგის თამაში ინტერნეტში ვნახე, როდესაც ჩემმა ერთ ერთმა
სამწუხაროდ : საქართველოს ნაკრების ლიდერი ტრავმირებულია
სამწუხაროდ : საქართველოს ნაკრების ლიდერი ტრავმირებულია
როგორც იცით გუშინ "კრასნოდარი" რუსეთის თასზე "როსტოვს" დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.
დამატება
კომენტარები (0)
Прокомментировать
Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив