კონტაქტი:
sportnet.ge@gmail.com
Демонстрационный сайт » თებერვლის სასიყვარულო ჰოროსკოპი - რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს მომდევნო ერთი თვე პირად ცხოვრებაში

თებერვლის სასიყვარულო ჰოროსკოპი - რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს მომდევნო ერთი თვე პირად ცხოვრებაში

image
4-02-2020, 18:54
833
0

რა ელო­დე­ბათ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს თე­ბერ­ვალ­ში სა­სიყ­ვა­რუ­ლო ას­პა­რეზ­ზე? ვის მო­უმ­ზა­დეს ვარ­სკვლა­ვებ­მა სურპრი­ზი, ვინ იპო­ვის ახალ სიყ­ვა­რულს და ვის ექ­ნე­ბა შე­და­რე­ბით ნე­იტ­რა­ლუ­რი პე­რი­ო­დი?

ვერ­ძი
გარ­შე­მო მყო­ფებს თქვე­ნი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით გა­ა­ო­ცებთ. მო­გინ­დე­ბათ სტი­ლი­სა და იმი­ჯის შეც­ვლა. ნაც­რის­ფე­რი დღე­ე­ბის გა­ფე­რა­დე­ბა. არ შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გოთ ასეთ მო­თხოვ­ნებს. ეცა­დეთ, იყოთ მე­ტად პო­ზი­ტი­უ­რი და სა­სი­ა­მოვ­ნო სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სის­თვის. აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბით სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბის ყუ­რა­დღე­ბას მი­იქ­ცევთ, შთა­ბეჭ­დი­ლე­ე­ბე­ბის მო­რევ­ში გა­და­ეშ­ვე­ბით და ყო­ვე­ლი დღე დღე­სას­წა­ულს და­ემ­სგავ­სე­ბა.

მან­დი­ლო­სანს ვერ­ძებს ად­ვი­ლად შე­უყ­ვარ­დე­ბათ. მო­ე­რი­დეთ მა­მა­კა­ცებს, ვისი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბიც თქვე­ნის­გან მკვეთ­რად გან­სხვავ­დე­ბა. ასე­თი რო­მან­ტი­კუ­ლი კავ­ში­რი სი­კე­თე­სა არ მო­გი­ტანთ. უმ­ჯო­ბე­სია, პარტნი­ორ­თან სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი გა­კავ­ში­რებ­დეთ.

სა­ინ­ტე­რე­სო ნაც­ნო­ბა შე­იძ­ლე­ბა ინ­ტერ­ნეტ­შიც გა­ა­ბათ. რო­მე­ლიც ჯერ მე­გობ­რო­ბა­ში გა­და­იზ­რდე­ბა შემ­დეგ კი, თუ რე­ლო­ბა­ში მო­გინ­დე­ბათ მისი გად­მო­ტა­ნა, - ვნე­ბი­ან რო­მან­ში. თუ თქვე­ნი გული და­კა­ვე­ბუ­ლია, მეტი დრო და­უ­თემთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან დრო­ის გა­ტა­რე­ბას და ნუ იფიქ­რებთ სხვა­ზე, თქვე­ნი ღა­ლა­ტი მას გულს ატ­კენს.

კურო
თე­ბერ­ვა­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით აღ­სავ­სე თვეა. ახ­ლობ­ლე­ბის რჩე­ვე­ბი მო­ის­მი­ნეთ, მაგ­რამ ისე იმოქ­მე­დეთ, რო­გორც გული გი­კარ­ნა­ხებთ. არა­ვინ გა­აკ­რი­ტი­კოთ, არა­ვის­თან გა­ჯი­უტ­დეთ. მაქ­სი­მა­ლუ­რად აკონ­ტრო­ლეთ თქვე­ნი ემო­ცი­ე­ბი, გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბი­სას.

სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ა­ში წერ­ტილს დას­ვა­მენ ის კუ­რო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ვერ გა­ერ­კვი­ენ ვერც სა­კუ­თარ თავ­ში და ვერც პარტნი­ო­რის გრძნო­ბებ­ში. თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის სამ­ყა­რო და­გა­ჯილ­დო­ებთ და მო­მა­ვალ­ში სწორ ადა­მი­ანს შე­გახ­ვედ­რებთ.

ხში­რად შეხ­ვდით მე­გობ­რებს, რომ­ლებ­თა­ნაც სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი გა­კავ­ში­რებთ. ხში­რად გა­დით ბუ­ნე­ბა­ში, კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბაც.

მან­დი­ლო­სან კუ­რო­ებს რო­მან­ტი­კუ­ლი კავ­ში­რი ჩა­მო­გი­ყა­ლიბ­დე­ბათ ჰა­ე­რის ან წყლის სტი­ქი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. სა­ი­მე­დო საყ­რდენს შე­მოგ­თა­ვა­ზე­ბენ - მი­წი­სა და ცე­ცხლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

მეტი მზრუნ­ვე­ლო­ბა გმარ­თებთ შვი­ლე­ბის მი­მართ. მათ ჭირ­ვე­უ­ლო­ბა­სა და უკონ­ტრო­ლო­ბას მშვი­დად უნდა შეხ­ვდეთ და მხო­ლოდ ტკბი­ლი სი­ტყვით მო­იყ­ვა­ნოთ გრძნო­ბა­ზე. უფრო მე­ტიც, ეცა­დეთ, ხში­რად შე­ა­ქოთ, ჩა­ი­ხუ­ტოთ და მო­ე­ფე­როთ. ბავ­შვებს თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი აკ­ლი­ათ. გა­მო­ნა­ხეთ დრო მათ­თან ერ­თად გარ­თო­ბის­თვი­საც.

ტყუ­პე­ბი
ინ­ტერნ­რეტ ნაც­ნო­ბო­ბა შე­იძ­ლე­ბა რო­მან­ში გა­და­ი­ზარ­დოს. სწო­რედ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შეხ­ვდე­ბით ადა­მი­ანს, ვინც თქვენს გულს და­ი­პყრობს. იმ ტყუპს, რო­მელ­თა გუ­ლიც უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია, შე­იძ­ლე­ბა გა­უ­ჭირ­დეთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ თქვე­ნი მე­წყვი­ლე ჰა­ე­რის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია.

მარ­ტო­ხე­ლა ტყუ­პი მან­დი­ლოს­ნე­ბი მა­მა­კა­ცე­ბის გა­და­მე­ტე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას იგ­რძნობთ. შე­იძ­ლე­ბა რო­მა­ნი გა­ა­ბათ იმ ადა­მი­ან­თან, ვის­თა­ნაც ადრე მე­გობ­რო­ბა გა­კავ­ში­რებ­დათ. იყა­ვით გულ­წრფე­ლი თქვენს მე­უღ­ლეს­თან, ემო­ცი­ე­ბი და გრძნო­ბე­ბი არ და­უ­მა­ლოთ. ამას­თა­ნა­ვე ისე­თი სი­ტყვე­ბი შე­არ­ჩი­ეთ, რომ გული არ ატ­კი­ნოთ.

კირჩხი­ბი
ამ თვე­ში გარ­და­სახ­ვა­სა და იმი­ჯის შეც­ვლა­ში ფულს ნუ და­ი­ნა­ნებთ. ჩა­ი­ტა­რეთ სპა-პრო­ცე­დუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვებთ. თე­ბერ­ვა­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ის კარ­გი თვეა. ხში­რად გა­მოჩ­ნდით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. გა­ი­ცა­ნით სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი. და­ეს­წა­რით კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს.

გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. იყა­ვით მის მი­მართ გუ­ლუხ­ვი, ხში­რად გა­ა­ნე­ბივ­რეთ სა­ჩუქ­რე­ბით. ერ­თად გა­ა­ტა­რეთ უქ­მე­ე­ბი. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბი­სას და­ი­ცა­ვით თავი სტრე­სი­სა და ნე­გა­ტი­ვის­გან. უფრთხილ­დით სა­კუ­თარ მავ­ნე ფიქ­რებს.

სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის გამო ნუ იკა­მა­თებთ მე­უღ­ლეს­თან. უმ­ჯო­ბე­სია, ყვე­ლა­ფე­რი მე­გობ­რუ­ლად და შე­თან­ხმე­ბით მო­აგ­ვა­როთ. გან­სა­კუთ­რე­ბით ეს ეხე­ბათ მან­დი­ლოს­ნებს, რომ­ლებ­მაც ბედი და­უ­კავ­ში­რეს მო­რი­ელს, მშვილ­დო­სან­სა და თხის რქა. სიმ­შვი­დე და­ი­სად­გუ­რებს იმ კირჩხი­ბე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში, ვი­საც იღ­ბალ­მა კურო, სას­წო­რი და ვერ­ძი შე­ახ­ვედ­რა.

ლომი
თუ მო­ინ­დო­მებთ, მიმ­ზიდ­ვე­ლიც იქ­ნე­ბით და სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სის ყუ­რა­დღე­ბა­საც და­იმ­სა­ხუ­რებთ. გარ­შე­მო მყო­ფე­ბი იმ­დენ პა­ტივს გცე­მენ, რომ თავს მე­ფედ და დე­დოფ­ლად იგ­რძნობთ. და კი­დევ უფრო მო­გე­მა­ტე­ბათ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა. თქვენ გარ­შე­მო ერთი კი არა რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა, ვის­თა­ნაც ერ­თად ყოფ­ნა მო­გინ­დე­ბათ, ანუ არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ. თუმ­ცა, ყუ­რა­დღე­ბით იყა­ვით, თქვე­ნი ხა­სი­ა­თის გამო ყვე­ლა არ და­იფ­რი­ნოთ და მარ­ტო არ დარ­ჩეთ. ერთი სი­ტყვით, თე­ბერ­ვა­ლი რო­მან­ტი­კის თვეა, თუ თავს გა­ა­კონ­ტრო­ლებთ.

ქალ­წუ­ლი
თე­ბერ­ვალ­ში მხო­ლოდ ერთი სურ­ვი­ლი გექ­ნე­ბათ - მყუდ­როდ იჯ­დეთ სა­კუ­თარ სახ­ლში. გა­მო­ნა­ხავთ ნე­ბის­მი­ერ მი­ზეზს, რათა არ გახ­ვი­დეთ გა­რეთ. ამ სი­ტუ­ა­ცი­ის ფონ­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბი­სა და მათ­თან რო­მან­ტი­კუ­ლი კავ­ში­რის გაბ­მის შან­სი იკ­ლებს. თუმ­ცა, არ­სე­ბობს ინ­ტერ­ნეტ ქსე­ლი, სა­დაც მარ­ტო­ხე­ლა ქალ­წუ­ლებს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ. მო­ე­რი­დეთ მათ, ვინც გე­პირ­ფე­რე­ბათ. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ვი­ღაც თქვე­ნით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას ცდი­ლობ­დეს. თვის ბო­ლოს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა მო­გე­მა­ტე­ბათ. გან­სა­კუთ­რე­ბით, მან­დი­ლო­სან ქალ­წუ­ლებს. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ჰო­რი­ზონტზე სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნის გა­მო­ჩე­ნა.

სას­წო­რი
პლა­ნე­ტე­ბი ცაზე ისე გან­ლაგ­დნენ, რომ თქვე­ნი სურ­ვი­ლე­ბი აას­რუ­ლონ. შე­იძ­ლე­ბა რო­მა­ნი გა­ა­ბათ ადა­მი­ან­თან, ვი­საც ადრე მარ­ტო "გა­მარ­ჯო­ბით" იც­ნობ­დით. ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი და­გეხ­მა­რე­ბათ. სას­წო­რებს, რომ­ლე­ბიც ცე­ცხლის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს ხვდე­ბი­ან, გან­სა­კუთ­რე­ბით ვერ­ძებს, მაქ­სი­მა­ლუ­რი მოთ­მი­ნე­ბა გმარ­თებთ. ზო­გი­ერ­თი კი სა­ერ­თოდ და­შო­რე­ბას გა­და­წყვეტს. ისე იმოქ­მე­დეთ, რომ ნაკ­ლე­ბად დარ­ჩეთ გულ­ნატ­კე­ნი.

მე­ო­რე და მე­სა­მე დე­კა­დის სას­წო­რებ­მა მეტი დრო და­უთ­მეთ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. თქვენ­თვის უპირ­ვე­ლე­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბაა, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ ტუ­რის­ტულ ბიზ­ნეს­ში ხართ ჩარ­თუ­ლი. შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ ერ­თად, გა­მო­ნა­ხეთ გა­სარ­თო­ბი, რო­მელ­შიც ორი­ვე იქ­ნე­ბით ჩარ­თუ­ლი. გა­მო­ნა­ხეთ დრო ოჯა­ხის­თვი­საც. ნა­თე­სა­ვეს უარი არ უთხრათ შეხ­ვედ­რა­ზე. უფრო მეტი, ისი­ნი ხში­რად მი­ი­პა­ტი­ჟეთ შინ.

მო­რი­ე­ლი
საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს მო­ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა­ფერს თქვენს სა­სი­კე­თოდ აგ­ვა­რებთ და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას მას აზრს არ ეკი­თხე­ბით. ეცა­დეთ, გა­მო­ას­წო­როთ ეს მდგო­მა­რე­ო­ბა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში უსი­ა­მოვ­ნე­ბებს ვერ აი­ცი­ლებთ. აგ­რეთ­ვე, ყვე­ლა უსი­ა­მოვ­ნე­ბა­ში საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბას არ გირ­ჩევთ. არც ეს მო­გი­ტანთ სი­კე­თეს. თუ ჩვენს რჩე­ვებს არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებთ, თვის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა მარ­ტო დარ­ჩეთ.

პრე­ტენ­ზი­ე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ეცა­დეთ, საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს და­ეხ­მა­როთ სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა­ში, გა­ამ­ხნე­ვოთ ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბა­ში და მწვერ­ვა­ლე­ბის და­პყრო­ბა­ში.

მეტი დრო და­უთ­მეთ ნა­ე­სა­ვებ­თან კონ­ტაქტს. მათი დახ­მა­რე­ბით შე­ჩე­რე­ბუ­ლი საქ­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას შეძ­ლებთ. შე­იძ­ლე­ბა მათი მხარ­და­ჭე­რით გა­ემ­გზავ­როთ სა­ზღვარ­გა­რეთ ან შე­მო­სავ­ლის გაზ­რდის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცეთ.

მე­ო­რე და მე­სა­მე დე­კა­დის მო­რი­ე­ლე­ბი ახალ ნაც­ნო­ბებს გა­ი­ჩე­ნენ სა­ზღვარ­გა­რეთ. გა­ნა­ახ­ლეთ კავ­ში­რე­ბი ძველ მე­გობ­რებ­თან. გან­სა­კუთ­რე­ბით, ტყუ­პთან, სას­წორ­თან, თევ­ზებ­თან და ქალ­წულ­თან.

რო­მან­ტი­კუ­ლი პე­რი­ო­დი თე­ბერ­ვლის ბო­ლოს და­გიდ­გე­ბათ. მო­უ­ლოდ­ნელ ად­გი­ლებ­ში - უცხო ენე­ბის წრე, თე­ატ­რა­ლუ­რი სტუ­დია - მო­უ­ლოდ­ნე­ლი შეხ­ვედ­რე­ბი გე­ლით. ურ­თი­ერ­თო­ბა შე­იძ­ლე­ბა ელ­ვი­სე­ბუ­რად გა­ნი­თარ­დეს და მე­გობ­რო­ბა ძლი­ერ სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­დოს.

მშვილ­დო­სა­ნი
და­ქორ­წი­ნე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო თვეა. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ეს თქვე­ნი მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბაა. თუ თქვე­ნი გული თა­ვი­სუ­ფა­ლია, მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს მე­ტად და­აკ­ვირ­დით სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს. ზო­გი­ერ­თი სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ა­ბამს რო­მანს უცხო­ელ­თან. ნაც­ნო­ბო­ბის­თვის კარ­გი ად­გი­ლე­ბია, საკ­ველ­მოქ­მე­დო წვე­უ­ლე­ბა, კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი და ლექ­ცი­ე­ბი. იმი­სათ­ვის, რომ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცი­ოთ, შე­ი­ცავ­ლეთ იმი­ჯი, მე­ტად იაქ­ტი­უ­რეთ. სხვა­თა შო­რის, კო­ლე­გებ­თან და დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლებ­თა­ნაც შეძ­ლებთ რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გაბ­მას.

კარ­გად წა­რი­მარ­თე­ბა თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ვერ­ძებ­თან. რო­მა­ნი ელ­ვი­სე­ბუ­რად გან­ვი­თარ­დე­ბა. ერ­თად ვნე­ბის ცე­ცხლს და­ან­თებთ. სა­სურ­ვე­ლია, გარ­შე­მო მყო­ფე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ხში­რად გა­ა­ნე­ბივ­როთ კომ­პლი­მენ­ტე­ბით. მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც კი შე­იძ­ლე­ბა მარ­ტი­ვად გა­და­ი­ზარ­დოს რო­მან­ტი­კულ­ში. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი მშვილ­დოს­ნე­ბი ერ­თად და ხში­რად და­ეს­წა­რით კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს.

თხის რქა
შუა თვე­ში ემო­ცი­ე­ბის მო­ზღვა­ვე­ბას იგ­რძნობთ. ურ­თი­ერ­თო­ბა ადა­მი­ან­თან, რო­მელ­თა­ნაც პლა­ტო­ნუ­რი კავ­ში­რი გაქვთ, შე­იძ­ლე­ბა ვნე­ბი­ან რო­მან­ში გა­და­ი­ზარ­დოს. ეცა­დეთ, ნაკ­ლე­ბი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოთ იმას, რა­საც ამ­ბო­ბენ სხვე­ბი, თუ ბედ­ნი­ე­რად გრძნობთ მის გვერ­დით თავს. თე­ბერ­ვა­ლი კარ­გი თვეა ქორ­წი­ნე­ბის­თვის. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სარ­გებ­ლოა ეს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით. მარ­ტო­ხე­ლებ­მა შე­იძ­ლე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ნა­ახ­ლონ ყო­ფილ პარტნი­ორ­თან. თუმ­ცა, სიყ­ვა­რუ­ლი შე­იძ­ლე­ბა ვნე­ბა­ში აგე­რი­ოთ, ის კი მა­ლე­ვე ჩაქ­რეს.

თვის პირ­ვე­ლი დე­კა­დის თხის რქე­ბი თა­ვით გა­და­ეშ­ვე­ბი­ან რო­მან­ტი­კულ გრძნო­ბებ­ში. სა­სურ­ვე­ლია, თქვენ გვერ­დით კურო პარ­ტი­ო­ნი იყოს. საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გა­ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის ფულს ნუ და­ი­ნა­ნებთ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა რო­მა­ნი გა­ა­ბას უცხო რე­ლი­გი­ის ან ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ან­თან.

მერ­წყუ­ლი
რო­გო­რი დაღ­ლი­ლი არ უნდა იყოთ სამ­სა­ხურ­ში, გახ­სოვ­დეთ, რომ თქვე­ნი პარტნი­ო­რი უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ეცა­დეთ, მას­თან არ გა­ი­ფუ­ჭოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. და­ეხ­მა­რეთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს სა­ო­ჯხო საქ­მე­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში. შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც მო­მენ­ტში, მის­თვის ფსი­ქო­ლო­გად და დამ­ხმა­რე­დაც კი იქ­ცეთ. უნდა გა­მო­ნა­ხოთ მის­თვის სა­ჭი­რო სი­ტყვე­ბი და სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი ტო­ნით ესა­უბ­როთ. თე­ბერ­ვა­ლი კარ­გი თვეა უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად. სა­ქორ­წი­ნო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­სა­ფორ­მებ­ლად.

მარ­ტოხ­ლებს თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის­გან სა­ჩუქ­რე­ბი და ყუ­რა­დღე­ბა არ მო­აკ­ლდე­ბათ. ზო­გი­ერ­თი ვნე­ბი­ან რო­მან­საც გა­ა­ჩა­ღებს. რო­მან­ტი­კუ­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი კარ­დი­ნა­ლუ­რად შეგცვლით. გარ­შე­მო მყო­ფებ­თან მე­ტად ტაქ­ტი­კუ­რი და მე­გობ­რუ­ლი უნდა იყოთ.

თევ­ზე­ბი
თე­ბერ­ვალ­ში პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბის მო­სა­წყო­ბად საკ­მა­რი­სი დრო გექ­ნე­ბათ. მარ­თა­ლია, საქ­მე­ე­ბიც საკ­მა­რი­სად გექ­ნე­ბათ, მაგ­რამ რო­მა­ნის­თვი­საც მო­იც­ლით. თქვე­ნი სიმ­პა­თი­ის ობი­ექ­ტი შე­იძ­ლე­ბა თქვე­ნი­ვე თა­ნამ­შრო­მე­ლი გახ­დეს. ჯერ მის ნი­ჭ­სა და შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას შე­ა­ფა­სებთ, მერე კი მას­ში და­დე­ბით პი­რად თვი­სე­ბებ­საც აღ­მო­ა­ჩენთ. თვალ­საც ვერ და­ა­ხამ­ხა­მებთ, რომ საქ­მი­ა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­სიყ­ვა­რუ­ლო­ში გა­და­იზ­რდე­ბა. თუმ­ცა, შან­სი, რომ ეს ურ­თი­ერ­თო­ბა ქორ­წი­ნე­ბა­ში გა­და­იზ­რდე­ბა ნაკ­ლე­ბია, უფრო მე­ტად, კავ­ში­რი ვნე­ბი­ა­ნი რო­მა­ნით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა.

ქალ თევ­ზებს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში მა­მა­კა­ცე­ბი და­გეხ­მა­რე­ბი­ან. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ თქვე­ნი მე­წყვი­ლე თხის რქა ან მო­რი­ე­ლია. ამ უკა­ნას­კნელ­თან სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ, ის ტყუ­ილს არ გა­პა­ტი­ებთ.

მათ, ვინც დიდი ხა­ნია მე­წყვი­ლე ჰყავს, მეტი მზრუნ­ვე­ლო­ბა მარ­თებს საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში გან­შო­რე­ბა გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბა. და­ა­ფა­სეთ მე­უღ­ლის გრძნო­ბე­ბი. მე­ტად და­ინ­ტე­რეს­დით მისი საქ­მე­ე­ბით; გა­აფრ­თხი­ლეთ, თუ სამ­სა­ხუ­რი­დან შინ მის­ვლა შე­გაგ­ვი­ან­დე­ბათ




დამატება
კომენტარები (0)
Прокомментировать
Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив