1SPORT

1SPORT

ნიკოლოზ ბასილაშვილის კარიერული სტატისტიკა

ნიკოლოზ ბასილაშვილის კარიერული სტატისტიკა

აქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2021 წელი პოზიტიურად დაიწყო – წინა წლიდან გადმოყოლილი 9 მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა და ანტალიის 250-იანთა კატეგორიის ტურნირზე 2 ეტაპის გავლა შეძლო(მოუგო არნაბოლდის და ჩელიკბილეკს) და მეოთხედფინალში ავსტრალიელ ალექს დე მინორთან დამარცხდა 2:6, 4:6.

 ნიკამ ტურნირზე 9 700 ევროსთან ერთად 45 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა, რამაც მას საშუალება მისცა მსოფლიო რეიტინგში 1 პოზიციით წაეწია და ახლა 39-ე საფეხურზეა.

 ბასილაშვილი ამ მომენტისთვის ყველასთვის სავალდებულო 12 დღიან კარანტინს გადის მელბურნში, რის შემდეგაც Great Ocean Road Open-ტურნირზე ჩაერთვება, რომელიც ასევე 250-იანთა კატეგორიისაა.8 თებერვლიდან კი ქართველ სპორტსმენს სეზონის პირველი დიდი სლემის ტურნირი – ავსტრალიის ღია პირველობა ელოდება.

 

ნიკოლოზ ბასილაშვილის კარიერულ სტატისტიკას რომ გადავხედოთ, აღმოვაჩენთ რომ მას ATP TOUR-ზე ჯამში 212 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც ზუსტად 100 მოიგო, 112 - ჯერ კი დამარცხდა. მისი მოგების პროცენტული მაჩვენებელი 47.2% -ს უტოლდება.

 გრანდ სლემის ტურნირებზეც უარყოფითი ბალანსი აქვს ქართველ ჩოგბურთელს 16 მოგება და 20 მარცხი. ყველაზე წარმატებული გამოსვლა კი 2018 წლის US OPEN-ზე დაფიქსირდა, როდესაც ნიკა მეოთხე წრეში გავიდა,სადაც 1 სეტის მოგებაც შეძლო ლეგენდარულ რაფაელ ნადალთან, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდა.

 

სტატისტიკას თუ ვენდობით, ბასილაშვილი დაახლოებით ერთნაირი წარმატებით თამაშობს თიხის(30-33) და ჰარდის საფაროვან კორტებზე(59-66), შესაბამისად მოგების პროცენტი 47,6% და 47,2%. ბალახის საფარზე ქართველს 19 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც მხოლოდ 7 მოიგო.

 ნიკას შედარებით უადვილდება ღია კორტებზე თამაში, ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ სამივე ტიტული ღია კორტზე აქვს მოგებული(ჰამბურგი 2018-19, ბეიჯინგი 2018), დარბაზებში კი ქართველს 20 გამარჯვება და 22 მარცხი აქვს.

 2019 წლის 27 მაისს ნიკოლოზმა კარიერის ყველაზე მაღალ საფეხურს მიაღწია, როდესაც მსოფლიო რეიტინგის მე-16 ჩოგანი გახდა, სწორედ ამ პერიოდზე მოდის ტოპ 10-ის ჩოგბურთელებთან ტოლ-სწორად თამაში და 4 მოპოვებული გამარჯვება: ტომაშ ბერდიხთან, დომინიკ ტიმთან, ხუან მარტინ დელ პოტროსთან და საშა ზვერევთან.

  ბასილაშვილისთვის გადამწყვეტი მნიშნელობა ნამდვილად არ აქვს ცაცია ჩოგბურთელს უპირისპირდება, თუ მარჯვენა ხელით მოთამაშეს,თუმცა მარცხენა ხელით მოთამაშეებთან მოგება-წაგების ბალანსი 18-18-ზეა, მემარჯვენეებთან კი 82-93.

 ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგრადობა ყოველთვის მაღალ დონეზე ქონდა ნიკა ბასილაშვილს, ამაზე მიუთითებს ის სტატისტიკური ფაქტი, რომ კარიერაში ნათამაშები 85 ტაიბრეიკიდან მან 50 მოიგო, შვიდჯერ მოუწია გადამწყვეტი მეხუთე სეტის თამაში, საიდანაც 6 სწორედ მისი გამარჯვებით დასრულდა.

 ქართველი ჩოგბურთელისთვის ძალიან დიდ როლს თამაშობს შეხვედრის პირველი სეტი: თუ ნიკა მას იგებს, შესაბამისად 77,8%-ია იმის ალბათობა, რომ ბასილაშვილი შეხვედრას მოიგებს. ხოლო თუ ნიკა გახსნით სეტს აგებს, მაშინ თამაშის შემობრუნების ალბათობა 20%-ზე ოდნავ მეტია.

 ავსტრალიის ღია პირველობაზე ნიკამ ორჯერ შეძლო მესამე რაუნდში გასვლა(2018-19), თუმცა ორივეჯერ დამარცხდა. თუ 2021 წელს ქართველ ჩოგბურთელს წილისყრაში გაუმართლებს, ბასილაშვილს ნამდვილად ძალუძს თავისი საუკეთესო შედეგის გაუმჯობესება მწვანე კონტინენტზე.

 

[xfgiven_embed]
[/xfgiven_embed]
[/banner_lidercatfishdesktop [/banner_lidercatfishmobile]