1SPORT

1SPORT

"თუ ქართველებს რუსეთის ხსენება აღიზიანებთ, კიდევ ვახსენებ" - პიმბლეტი [VIDEO]

"თუ ქართველებს რუსეთის ხსენება აღიზიანებთ, კიდევ ვახსენებ" - პიმბლეტი [VIDEO]

UFC-ს ახალწვეულის, პედი პიმბლეტი ქართველ მებრძოლებთან, გურამ ქუთათელაძესთან და ილია თოფურიასთან სიტყვიერად არაერთხელ გადაიკვეთა. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ინგლისელმა ქართველ ხალხს სულელი უწოდა და ჩვენთვის საკმაოდ სენსიტიურ თემას, რუსეთ-საქართველოს დაპირისპირებას შეეხო, კერძოდ რუსეთის მიერ საქართველოს ტერორი გაამართლა. ამ ყველაფრის გამო მან მოიბოდიშა და აღნიშნა, რომ მის სიტყვებში ისტორიული ქვეტექსტი არ იმალებოდა. მიუხედავად ამისა, RT Sport-თან მიცემულ ინტერვიუში იგი კვლავ შეეხო აღნიშნულ საკითხს:
 
"გულწრფელი ვიქნები, რამდენიმე ქართველ გულშემატკივარს ჩემი მისამართი გავუგზავნე და ვუთხარი რომ ვენახე, თუმცა არავინ გამოჩენილა. ლივერპულელებს გვჩვევია ასეთი რაღაცების ლაპარაკი, კი ვთქვი რომ მათ ატერორებდნენ, მერე რა?! ეს უბრალოდ სიტყვებია. მე ვუთხარი გურამს რომ ის ყალბი რუსი იყო რადგან დაღესტანელის ვიზუალი ჰქონდა. ამან ქართველები გააღიზიანა და ჩემთან მოწერები დაიწყეს, თურმე მათ აღიზიანებთ რუსეთის ხსენება, თუ ასეა ამას კიდევ გავაკეთებ".

[xfgiven_embed]
[/xfgiven_embed]
მსგავსი სიალხეები
რეკლამა
[/banner_lidercatfishdesktop [/banner_lidercatfishmobile]