კონტაქტი:
sportnet.ge@gmail.com
Демонстрационный сайт » ძალიან მძიმე ინფორმაცია ანიტაზე

ძალიან მძიმე ინფორმაცია ანიტაზე

image
29-01-2020, 22:42
1 723
0
ინდოეთის კლინიკაში მყოფი ანიტა ფაცაციას მდგომარეობა კრიტიკულია. ოჯახის ინფორმაციით, პატარას შინაგანი სისხლდენა აქვს. 
ანიტელებო უკვე მერამდენედ, მაგრამ თქვენდამი უდიდესი რწმენით სავსე კიდევ ერთხელ გთხოვთ ილოცოთ ანიტასთვის.  ჩვენი გოგოს მდგომარეობა კრიტიკულია, ბავშვს აქვს შინაგანი სისხლდენა. მარიკო და გიორგი არ უშინდებიან ამ განსაცდელს ისევე როგორც ჩვენ, რადგან თქვენი ლოცვის იმედი გვაქვს. ეს არის ის სასწაული რამაც აქამდე მოგვიყვანა და ამდენი განსაცდელისგან გვიხსნა. ეს არის ის რაც მიგვიყვანს ანიტას გამოჯანმრთელებამდე - წერს ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში. 
2 წლის ანიტას ფაცაციას მიმდინარე თვეში ორი ოპერაცია ჩაუტარდა. პირველი ოპერაციისას ჩადგმული ,,ეკმოს" აპარატი, ორგანიზმმა ვერ მიიღორის გამოც, მეორე დღეს განმეორებითი ოპერაცია გახდა საჭირო.
შეგახსენებთ, 2 წლის ანიტა სამკურნალოდ ავსტრიიდან ინდოეთში ჩაფრინდა. პაციენტი ქვეყანაში სპეციალური რეანო-თვითმფრინავით ჩაიყვანეს. ანიტა ქალაქ ჩენაის კლინიკაში იმყოფება და მკურნალობას განაგრძობს.
2 წლის ანიტა ფაცაციადილატაციურ კარდიომიოპათიას ებრძვის. მას გულის გადანერგვა ესაჭიროება, რაც სხვადასხვა პრობლემასთან არის დაკავშირებული.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ანიტა სამკურნალოდ ავსტრიაში იმყოფებოდა, თუმცა გულის გადანერგივს ოპერაცია ადგილზე ვერ მოხერხდა, რის შემდეგაც მისი სხვა ქვეყანაში გადაყვანა გახდა აუცილებელი. ოპერაციაზე თანხმობა მხოლოდ ინდოეთმა განაცხადა, თუმცა ოჯახი ამ დრომდე ელოდება დონორის გამოჩენას.
პროცესში ჩართულია საქართველოს ელჩი ინდოეთში, არჩილ ძულიაშვილი. 17 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ელჩების კონფერენციაზე თქვა, რომ 2 წლის ანიტა ფაცაციას მიღებაზე ინდოეთში მდებარე კლინიკამ თანხმობა განაცხადა. მინისტრმა საქართველოს ელჩს ინდოეთში ტრიბუნიდან საჯაროდ მოუწოდა, არ დარჩენილიყო აღნიშნულ კონფერენციაზე და დაუყონებლივ გამგზავრებულიყო ინდოეთში, რათა 2 წლის პაციენტის საკითხი პირად კონტროლზე აეყვანა.
ანიტას მკურნალობას ინდოელი ბიზნესმენი აფინანსებს.




დამატება
კომენტარები (0)
Прокомментировать
Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив