1SPORT

1SPORT

ოლიმპიადა | ჯგუფში გოგიტა არქანიას მეტოქეები ცნობილია

ოლიმპიადა | ჯგუფში გოგიტა არქანიას მეტოქეები ცნობილია

7 აგვისტოს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში ქართველი კარატისტი გოგიტა არქანია იასპარეზებს, რომელიც თავდაპირველად ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდება ოთხ მეტოქეს.
არქანია ჯგუფში მოხვდა და პირველ შეხვედრას იაპონელი რიუტარო არაგასთან გამართავს, რომელიც მსოფლიოს ერთგზის ჩემპიონი და ორგზის ვერცლისმედალოსანია. მეორე მეტოქე იქნება თურქი უღურ აკტაში 4-გზის ევროპის ჩემპიონი, რომელიც ასევე ფლობს მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალს და ევროპული თამაშების ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს. მესამე მეტოქედ გოგიტას გერმანელი ჯონათან ჰორნე ერგო, რომელიც ასევე ძალიან ტიტულოვანია - შვიდჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი, ერთხელაც მსოფლიოს. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ქართველის მეტოქე ყაზახი დანიარ იულდაშევი იქნება, რომლის საუკეთესო მიღწევა აზიის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალია.

გოგიტა არქანიას შეჯიბრის განრიგი

I ტური: გოგიტა არქანია რიუტარო არაგა (იაპონია)
II ტური: უღურ აკტაში (თურქეთი) 
V  გოგიტა არქანია
III ტური: ჯონათან ჰორნე (გერმანია) გოგიტა არქანია
IV ტური: გოგიტა არქანია დანიარ იულდაშევი (ყაზახეთი)

არქანია ჯგუფიდან თუ გავა, მინიმუმ ბრინჯაოს მედალს გაინაღდებს
არქანია ჯგუფიდან თუ გავა, მინიმუმ ბრინჯაოს მედალს გაინაღდებს
ჯგუფში მონაწილე ხუთი სპორტსმენიდან ნახევარფინალის საგზურს საუკეთესო ორი მათგანი მოიპოვებს. აღსანიშნავია, რომ კარატეში ნახევარფინალის საგზური უკვე ავტომატურად მედლის ტოლფასია, სულ მცირე ბრინჯაოსი. კარატეში შეჯიბრი ბუდოკანის დარბაზში გაიმართება და სტარტს თბილისის დროით 09:00 საათზე აიღებს, თუმცა +75 წონით კატეგორიაში არქანიას პირველი ბრძოლა რიგით 21-ეა.

შეგახსენებთ, რომ კარატე ოლიმპიური სახეობა ცოტა ხნის წინ გახდა და ოლიმპიადაზე ამ სახეობაში შეჯიბრი პირველად ტარდება. 37 წლის გოგიტა არქანია 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა - 84 კგ წონით კატეგორიაში. მას ასევე მოპოვებული აქვს მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთი და ევროპის ჩემპიონატზე ორი ბრინჯაოს მედალი [xfgiven_embed]
[/xfgiven_embed]
[/banner_lidercatfishdesktop [/banner_lidercatfishmobile]