1SPORT

1SPORT

'დარჩით სახლში, ნუ მოხვალთ აეროპორტში' - ძალოსნების მიმართვა

'დარჩით სახლში, ნუ მოხვალთ აეროპორტში' - ძალოსნების მიმართვა

მსოფლიოს უძლიერესმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს მეორე ოქრო, ჯამში კი მეშვიდე მედალი მოუტანა. როგორც მოსალოდნელი იყო, 27 წლის ქართველმა სპორტსმენმა ტოკიოს საერთაშორისო ფორუმის დარბაზში მეტოქეებს დიდი უპირატესობით აჯობა და თავისივე რეკორდებიც გააუმჯობესა.


ყოველთვის სასიხარულოა, როდესაც ოლიმპიური ჩემპიონები სამშობლოში ბრუნდებიან და მათ ქომაგები აეროპორტში ხვდებიან, მაგრამ ძალოსანთა ნაკრებისა და ლაშა ტალახაძის ექიმმა, გიორგი ჭინჭარაულმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ქომაგს სთხოვს, რომ ქვეყანაში არსებული კოვიდ-მდგომარეობა გაითვალისწინონ და აეროპორტში არ მივიდნენ.
გიორგი ჭინჭარაული: "მოგეხსენებათ, ძალოსნებმა ოლიმპიადა დავასრულეთ და ვბრუნდებით საქართველოში. ვხედავთ, ვგრძნობთ ყველა თქვენგანის გვერდში დგომასა და ქომაგობას. მივიღე უამრავი მოლოცვა, რაზეც ლაშაც და მეც გიხდით უდიდეს მადლობას.

ახლა მთავარი! ბევრი მეკითხება ჩამოსვლის დროს. ბევრმა გამოთქვა დახვედრის სურვილი. ქვეყანაში გამძაფრებული ეპიდსიტუაციის გამო, ჩემს მეგობრებსა და ნათესავებს მოგმართავთ თხოვნით, დარჩით სახლში და ნუ მოხვალთ აეროპორტში! ვიცი, რომ გიხარიათ. ვიცი, რომ გინდათ ლაშასთან ფოტოები, გინდათ პირადად მიულოცოთ, მაგრამ ჩემი და ლაშას აზრიც ასეთია, სხვა დროს, სხვა შეჯიბრის შემდეგ... დღეს არ გვეწყინება! პირიქით, მოხარულები ვიქნებით თუ გაუფრთხილდებით ერთმანეთის ჯანმრთელობას! მადლობა გულშემატკივრობისათვის."
შეგახსენებთ, რომ ლაშა ტალახაძე ტოკიოში 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და საქართველოს ტოკიო 2020-ზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა. ამ დროისთვის ქართული დელეგაციის ანგარიშზე ტოკიოში მოპოვებული 7 მედალია - 2 ოქრო, 4 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.
[xfgiven_embed]
[/xfgiven_embed]
მსგავსი სიალხეები
რეკლამა
[/banner_lidercatfishdesktop [/banner_lidercatfishmobile]