1SPORT

1SPORT

'ხანდახან იმედგაცრუება საჭიროა' - რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩამდე

'ხანდახან იმედგაცრუება საჭიროა' - რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩამდე

8 სექტემბერს საქართველოს ნაკრები სოფიაში ამხანაგურ მატჩს ბულგარეთის ნაკრებთან გამართავს, რითაც სექტემბერის სანაკრებო ფანჯარას დაასრულებს. თამაშამდე ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს უპასუხა.

8 სექტემბერს საქართველოს ნაკრები სოფიაში ამხანაგურ მატჩს ბულგარეთის ნაკრებთან გამართავს, რითაც სექტემბერის სანაკრებო ფანჯარას დაასრულებს. თამაშამდე ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს უპასუხა.
გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ბულგარეთი
  • ფრე
  • საქართველო
ფრანგი სპეციალისტის თქმით, ეროვნულ ნაკრებში ყველა თამაში მნიშვნელოვანია და ფეხბურთელებთან ბოლო დღეებში ბევრჯერ ისაუბრა. სანიოლს სჯერა, რომ მომდევნო მატჩებში გულშემატკივარი მოედანზე ისეთ თამაშის იხილავს, რითაც ყველა ქართველი იამაყებს.

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი)

...როტაციაზე: "ეროვნულ ნაკრებში გამართული ყველა მატჩი თანაბრად მნიშვნელოვანია, იქნება ეს საკვალიფიკაციო ეტაპი თუ ამხანაგური დაპირისპირება. მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებში დავიწყე მუშაობა, მაქსიმალურად ვცდილობ როტაციის პრინციპი გამოვიყენო, რადგან მიმაჩნია, რომ ჯერ კიდევ დარჩნენ მოთამაშეები ვისი ნახვაც მსურს. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, რომელიც შანსს იმსახურებს, რადგან სწორედ ისინი არიან ეროვნული ნაკრების მომავალი.
...ესპანეთთან მატჩზე: კოსოვოს წინააღმდეგ გამართულმა მატჩმა ცუდი მოგონებები დაგვიტოვა, რადგან ამ შეხვედრის მიმართ სხვა მოლოდინი გვქონდა. ესპანეთთან ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა, პირველ ტაიმში ისე ვითამაშეთ, როგორც კოსოვოსთან. მეორე ნახევარში კი, გაცილებით უკეთ გამოვიყურებოდით.
ბოლო დღეებში ფეხბურთელებთან ბევრი ვისაუბრე, თუ რა მოლოდინი მაქვს მე და რას მოითხოვს უმაღლეს დონეზე თამაში. იმიტომ, რომ ვფიქრობ აუცილებლად უნდა გავიზარდოთ და გავიაზროთ, რომ თუ გვსურს ეროვნული ნაკრები განვითარდეს, ყოველდღიურად უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ. ჩემი აზრით, საუბრები, რომელიც გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი გამოვიდა. ხანდახან იმედგაცრუება საჭიროა იმისთვის, რომ მომავალში უკეთ იმუშაო. დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ და მით უმეტეს, ოქტომბერ-ნოემბერში, მოედანზე განსხვავებულ გუნდს ვიხილავთ, რომლითაც მთელი ქვეყანა იამაყებს".
ვილი სანიოლთან ერთად პრესკონფერენციაზე გიორგი აბურჯანიაც იმყოფებოდა, რომელმაც ბულგარეთთან მატჩის წინ მცირე კომენტარი გააკეთა.
გიორგი აბურჯანია: "საუკეთესო განწყობა ნამდვილად არ გვაქვს, რადგან ორ ოფიციალურ შეხვედრაში დავმარცხდით. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ასეთი მომენტები ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია და მუშაობა აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ. ახალი გუნდის მშენებლობა მიმდინარეობს და ასეთ დროს ჩავარდნები ხდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თამაშის ხარისხი უნდა გამოვასწოროთ და დარწმუნებული ვარ ეს ავტომატურად აისახება შედეგზეც".
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბოლო ორი მატჩი კოსოვოსთან (0:1) და ესპანეთთან (0:4) წააგო, ხოლო ბულგარეთმა იტალიასთან ფრე ითამაშა (1:1), ლიეტუვას კი მოუგო (1:0).
[xfgiven_embed]
[/xfgiven_embed]
მსგავსი სიალხეები
რეკლამა
[/banner_lidercatfishdesktop [/banner_lidercatfishmobile]