კონტაქტი:
[email protected]
» » ბარსელონა - მანჩესტერ იუნაიტედი: დაბრუნება 20 წლის შემდეგ

ბარსელონა - მანჩესტერ იუნაიტედი: დაბრუნება 20 წლის შემდეგ

image
16-04-2019, 10:54
277
0
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპი გადამწყვეტ სტადიაში შედის და დღეს პირველი ორი ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვევა.

ორი ევროპული გიგანტი, "ბარსელონა" და "მანჩესტერ იუნაიტედი", ერთმანეთში ყველაფერს დღეს საღამოს "კამპ ნოუზე" გაარკვევენ - შინ 0:1 წაგების შემდეგ ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდი მორიგი სასწაულის ჩადენას შეეცდება.

ბარსელონა - მანჩესტერ იუნაიტედი

პირველი მატჩის შედეგი: მანჩესტერ იუნაიტედი 0:1 ბარსელონა
დასაწყისი: 23:00 საათი
სტადიონი: "კამპ ნოუ", ბარსელონა
მთავარი მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

ბარსელონა

კატალონიურმა გრანდმა აპრილის დასაწყისში "ატლეტიკოს" დამარცხებით (2:0) ლა ლიგაში ჩემპიონობა პრაქტიკულად გაინაღდა, ამიტომ "ბლაუგრანა" ახლა სრულიად ჩემპიონთა ლიგაზეა ორიენტირებული. "ოლდ ტრაფორდზე" ერნესტო ვალვერდეს გუნდმა სოლიდურად იასპარეზა, მშვიდი, მაგრამ მინიმალური ანგარიშით (1:0) იმარჯვა და უპირატესობა მოიპოვა. თუმცა "ბარსელონას" უნდა ახსოვდეს "პსჟ-ს" მწარე ისტორია და საკუთარ მოედანზე მაქსიმალური კონცენტრაციით ითამაშოს.


გასულ უქმეებზე ვალვერდემ შემადგენლობა სერიოზულად გადაახალისა და ლიდერები დაასვენა. შედეგად, "ბარსამ" სტუმრად "უესკასთან" ფრედ 0:0 ითამაშა, მაგრამ ეროვნულ ჩემპიონატს 9 ქულიანი ჰანდიკაპით მაინც ლიდერობს. ახლა კი "ბარსელონას" დასვენებული ლიდერები შეეცდებიან, რომ ჩემპიონთა ლიგაზე საქმე ბოლომდე მიიყვანონ და 1/2 ფინალის საგზური გაიფორმონ.

მანჩესტერ იუნაიტედი

"მანჩესტერ იუნაიტედს" მცირე ჩავარდნა ჰქონდა, რომელიც პრემიერ ლიგის წინა ტურში გადალახა და საკუთარ მოედანზე "ვესტ ჰემი" პოლ პოგბას პენალტების დუბლით 2:1 დაამარცხა. მანკუნიანელებმა 64 ქულა დააგროვეს და ოთხეულს ორი ქულით ჩამორჩებიან. ახლა კი ჩემპიონთა ლიგისა და მორიგი დაუჯერებელი ქამბექის დროა - ოლე გუნარ სოლსკიაერის "წითელი ეშმაკები" კატალონიაში გასატანად ჩადიან.

პირველ თამაშში "იუნაიტედს" ზუსტი დარტყმა არ ჰქონია, რაც კატასტროფული მაჩვენებელია, მაგრამ მანჩესტერელებთან ხუმრობა არ ღირს. სოლკიაერის გუნდს დასაკარგი არაფერი აქვს, ხოლო "კამპ ნოუზე" კიდევ ერთი ქამბექი ნორვეგიელ სპეციალისტს ნამდვილ გმირად აქცევს.

გუნდების საკადრო მდგომარეობა

კატალონიურ გრანდს მხოლოდ რაფინია ალკანტარა აკლია, ყველა სხვა მოთამაშე ვალვერდეს განკარგულებაშია.

"მანჩესტერ იუნაიტედს" კი ვალენსია, ბაილი, შოუ და ერერა ვერ ეხმარებიან.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა: ტერ შტეგენი; სემედუ, პიკე, ლენგლე, ალბა; რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტური; მესი, სუარესი, დემბელე.

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა; დალო, სმოლინგი, ლინდელეფი, იანგი; მაკტომინაი, ფრედი, პოგბა; რეშფორდი, ლუკაკუ, მარსიალი.

20 წლის შემდეგ - სოლსკიაერის მოგონებები



ოლე გუნარ სოლსკიაერი ბრუნდება სტადიონზე, რომელზეც 20 წლის წინ, 1999 წლის მაისში, "მანჩესტერ იუნაიტედს" ისტორიული ქამბექი შეასრულებინა და ჩემპიონთა ლიგის თასი მოაგებინა. სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი "კამპ ნოუზე" მიუნხენის "ბაიერნთან" 0:1 აგებდა, მაგრამ ინგლისელებმა მსაჯის მიერ დამატებულ სამ წუთში ორი ბურთი გაიტანეს, გადამწყვეტი - ოლემ და ჩემპიონები გახდნენ.



"1999 წლის ფინალი ჩემთვის ფანტასტიკური მოგონებაა. ეს მოხდა 20 წლის წინ და მაშინ "კამპ ნოუზე" 20 ნომრიანი მაისურით ვთამაშობდი", - აღნიშნა გუშინდელ პრესკონფერენციაზე ნორვეგიელმა, რომელიც ეცდება, რომ "კამპ ნოუზე" დაბრუნება კვლავ ისტორიული და წარმატებული გამოდგეს.

ფაქტები და სტატისტიკა:

პირველად 8 წლიანი პაუზის შემდეგ - ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ იუნაიტედისა" და კატალონიის "ბარსელონას" კლასიკური დაპირისპირება დაბრუნდა. 8 წლის წინ, 2011 წელს, ეს გუნდები ერთმანეთს ფინალში შეხვდნენ და ესპანელებმა 3:1 იმარჯვეს.



სულ "ბარსასა" და"მანჩესტერის" დაპირისპირება 11 შეხვედრას ითვლის, საიდანაც ინგლისელებმა სამი მოიგეს, ოთხი - ესპანელებმა და 4 მატჩი ფრედ დასრულდა.

2011 წლამდე "ბარსამ" მანკუნიანელები 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც დაამარცხა - პეპ გვარდიოლას გუნდმა სერ ალექს ფერგიუსონის "მანჩესტერი" 2:0 დაამარცხა.

ამ გუნდების ბოლო საფლეი-ოფო დაპირისპირება კი 2007/08 წლების სეზონში, 1/2 ფინალურ ეტაპზე გაიმართა. "კამპ ნოუზე" უგოლო ფრის შემდეგ "მანჩესტერმა" სახლში პოლ სქოულზის გოლით 1:0 იმარჯვა, ფინალში გავიდა და ჩემპიონიც გახდა.



1994/95 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბარსამ" მანჩესტერულ გრანდს ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში ყველაზე დიდი მარცხი აგემა - კატალონიელებმა ინგლისში ფრედ 2:2 ითამაშეს, სახლში კი მეტოქე 4:0 გაანადგურეს.

1991 წელს "იუნაიტედმა" "ბარსა" უეფას თასების მფლობელთა თასის ფინალში 2:1 დაამარცხა. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება კი 1983/84 წლების თასების მფლობელთა თასის 1/4 ფინალში შედგა - "მანჩესტერმა" შინ 3:0 იმარჯვა, გასვლაზე 0:2 წააგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში 2015 წლის შემდეგ პირველად გავიდა და ამ სტადიაზე დადებითი ბალანსი აქვს: 12 მოგება, 6 წაგება.

"ბარსელონასთვის" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური სტადია ბოლო წლებში პრობლემატური გახდა - კატალონიელებმა ბოლო 5 წელიწადში 4 მეოთხედფინალური პაექრობა დათმეს. საერთო სტატისტიკა კი დადებითია: 14 მოგება, 6 წაგება.

"ბარსელონას" შინ ინგლისურ კლუბებთან მხოლოდ ორი მატჩი აქვს წაგებული: 20 მოგება, 11 ფრე და 2 წაგება. 

კატალონიურ გრანდს პრემიერ ლიგის გუნდებთან 24 საფლეი-ოფო დაპირისპირებიდან 14 მოგებული აქვთ. 

"ბარსა" ფლეი-ოფის სტადიაზე "კამპ ნოუზე" 2013 წლის შემდეგ დაუმარცხებელია - 10 მოგება, 2 ფრე.

"ბარსელონამ" ორმატჩიანი დუელის პირველი შეხვედრა გასვლაზე 38-ჯერ მოიგო და მხოლოდ ორჯერ ვერ გავიდა მომდევნო ეტაპზე. ორივე შემთხვევა ჩემპიონთა ლიგის მიღმა დაფიქსირდა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ესპანეთში ჩატარებული ბოლო 10 შეხვედრიდან მხოლოდ ორი წააგო - 2 მოგება, 6 ფრე.

"წითელ ეშმაკებს" ლა ლიგის გუნდებთან ფლეი-ოფში უარყოფითი ბალანსი აქვთ: 6 მოგება, 8 წაგება.

"პსჟ-სთან" მერვედფინალში "მანჩესტერ იუნაიტედმა" პირველად მოახერხა ფლეი-ოფის დაძლევა პირველი შეხვედრის სახლში წაგების შემდეგ. მანამდე მანკუნიანელებმა სამიდან სამი ასეთი დუელი დათმეს.

წყარო: goal.geшаблоны для dle 11.2





დამატება
კომენტარები (0)
Прокомментировать
Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив