კონტაქტი:
[email protected]
» » "წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ

image
16-04-2019, 10:56
502
0
ავტორიტეტული ესპანური გამოცემა "მარკა" წერს, რომ ესპანეთის თასზე "ბარსელონასთან" განადგურების შემდეგ (0:3) "რეალის" გასახდელში მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი.
გავრცელებული ინფორმაციით, მატჩის შემდეგ "სამეფო კლუბის" გასახდელში ისკო ჩავიდა, რომელმაც თავისი თანაგუნდელები გაამხნევა და ხელი ჩამოართვა.
მასთან ხელის ჩამოსართმევად კლუბის მთავარი მწვრთნელი სანტიაგო სოლარიც მისულა, რომელსაც ესპანელმა ნახევარმცველმა ხელი არ ჩამოართვა და შემდეგი სიტყვები უთხრა - "წადი შენი, "პროფესორო".
როგორც იცით, ისკოსა და არგენტინელი დამრიგებლის შორის შავმა კატამ დიდი ხანია გაირბინა.
სოლარი ესპანელს ისედაც არ ათამაშებდა, შემდეგ როდრიგესმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და 4 შეხვედრა გამოტოვა.
ექიმებმა მას მწვანე შუქი აუნთეს და უთხრეს, რომ "ბარსელონასთან" მატჩში თამაში შეეძლო, რადგან ტრავმა სრულად ჰქონდა მორჩენილი.
მიუხედავად ამისა, სოლარიმ ისკო განაცხადს მიღმა დატოვა და მას თამაშის ყურება ტრიბუნიდან მოუხდა.
ესპანური პრესა რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ ისკო ზაფხულში შესაძლოა სწორედ "ბარსელონაში" გადაბარგდეს. шаблоны для dle 11.2





მსგავსი სიახლეები
დავიდ ვილას ისტორია ნაწილი II: პირველი გუნდი, წარმოუდგენელი სატრანსფერო თანხა და ახდენილი ოცნება
დავიდ ვილას ისტორია ნაწილი II: პირველი გუნდი, წარმოუდგენელი სატრანსფერო თანხა და ახდენილი ოცნება
Sport365.ge გთავაზობთ დავიდ ვილას ისტორიის გაგრძელებას. როგორც იცით, გუშინ აღნიშნული ისტორიის პირველი ნაწილი შემოგთავაზეთ, რომელიც ქვემოთ მოცემულ
"იუვენტუსისა" და "აიაქსის" მატჩზე მსოფლიოში ყველაზე უცნაური ფსონი გაკეთდა
დღეს, 16 აპრილს, ტურინის "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში "აიაქსს" უმასპინძლებს.
99 წუთზე მობრუნებული თამაში და საპონარას ტრუს ჩახდილი გოლის აღნიშვნა
99 წუთზე მობრუნებული თამაში და საპონარას ტრუს ჩახდილი გოლის აღნიშვნა
 "ლაციოსა" და "სამპდორიას" შორის თამაშის ხშირი შეჩერებების გამო 100 წუთი გაგრძელდა. 96-ე წუთზე თავდამსხმელმა ჩირო იმობილემ რომაელები წინ გაიყვანა,
სამწუხაროდ : საქართველოს ნაკრების ლიდერი ტრავმირებულია
სამწუხაროდ : საქართველოს ნაკრების ლიდერი ტრავმირებულია
როგორც იცით გუშინ "კრასნოდარი" რუსეთის თასზე "როსტოვს" დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.
დამატება
კომენტარები (0)
Прокомментировать
Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив