კონტაქტი:
sportnet.ge@gmail.com
Демонстрационный сайт » ფეხბურთი » ქინქლაძე: საქართველოში მანჩესტერ სიტის აკადემია გაიხსნება

ქინქლაძე: საქართველოში მანჩესტერ სიტის აკადემია გაიხსნება

image
22-02-2020, 10:06
171
0
გიორგი ქინქლაძემ ხანგრძლივ დუმილი საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ დაარღვია – ახლო წარსულის გამორჩეული ვარსკვლავი, „მანჩესტერ სიტის“ ლეგენდარული ლეგიონერი გიორგი ქინქლაძე გადაცემის თანაწამყვანის, თბილისის „დინამოს“ ასევე ლეგენდარული თავდამსხმელის, ვლადიმერ გუცაევის მიწვევას დათანხმდა და ექსკლუზიური ინფორმაცია გააჟღერა.

„მოლაპარაკება მიმყავს „მანჩესტერ სიტის“ მფლობელებთან. დიდი სურვილი მაქვს, რომ ამ გუნდის საფეხბურთო აკადემია საქართველოში გაიხსნას. ამას სირთულეები მოჰყვება, რადგან თავისი მოთხოვნები და სტანდარტები აქვთ. უნდა იყოს, მინიმუმ 5 ჰექტარი მიწა, 8 მოედანი, ხელოვნურსაფრიანი მოედანი, სასტუმრო, სადაც 150 ნომერი იქნება, აუზი, ტრენაჟორები. მოკლედ, ყველაფერი, რაც საფეხბურთო აკადემიისთვის ფუნქციონერებისთვსიაა აუცილებელი“ – განაცხადა გიორგი ქინქლაძემ „ტაიმაუტში“ სტუმრობისას.

ვლადიმირ გუცაევი დაინტერესდა – „ინგლისელები მარტო გუნდის სახელით სარგებლობის უფლებას აძლევენ თუ აკადემიის დაფინასებაში მონაწილეობას თავადაც მიიღებენ?”

გიორგი ქინქლაძე: „რა თქმა უნდა, მონაწილეობას თავადაც მიიღებენ. თუ ეს აკადემია გაკეთდა, მწვრთნელებმა ინგლისში სტაჟირება უნდა გაიარონ, ფეხბურთელებმა „სიტის“ პროგრამით უნდა ივარჯიშონ. რაც შეეხება დახმარებას, როდესაც იმ ეტაპზე მივალთ, მოვლენებს არ მინდა გავუსწრო, მაგრამ ეს მაქსიმუმ 2-3 წლის პერსპექტივაა. რეალურად, ეს „მანჩესტერ სიტისთვის“ არის ორი საშუალო ფეხბურთელის წლიური ჯამაგირი. მთავრობაც უნდა დაგვეხმაროს. ამხელა კლუბი საქართველოში რომ შემოდის, ისტორია უკვე იციან, რამდენი ფეხბურთელი გაუზრდიათ ამა თუ იმ ქვეყანაში, სად და რომელ წლებში ვინ წავიდა. ამიტომ იციან, რომ აქ ფეხბურთელები იზრდებიან და ამას ხელის შეწყობა უნდა”.







მსგავსი სიახლეები
მთელი ქვეყანა გლოვობს - ახლახანს უდიდესი ქართველი სპორტსმენი ტრაგიკულად გარდაიცვალა
მთელი ქვეყანა გლოვობს - ახლახანს უდიდესი ქართველი სპორტსმენი ტრაგიკულად გარდაიცვალა
---
მთელი ქვეყანა გლოვობს - ახლახანს უდიდესი ქართველი სპორტსმენი ტრაგიკულად გარდაიცვალა
გვარდიოლამ ბარსელონას შეუტია: "გირჩევთ, ხმას დაუწიოთ"
გვარდიოლამ ბარსელონას შეუტია: "გირჩევთ, ხმას დაუწიოთ"
როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოსეპ ბართომეუმ უეფას გადაწყვეტილება "მანჩესტერ სიტის" ბანის თაობაზე გაამართლა.
დაეწევა თუ არა სიტი ლივერპულს? - გვარდიოლას კომენტარი
დაეწევა თუ არა სიტი ლივერპულს? - გვარდიოლას კომენტარი
"მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელს, ხოსეპ გვარდიოლასა და ერთ-ერთ ინგლისელ ჟურნალისტს შორის საინტერესო დიალოგი შედგა.
"მესი დედამიწის ფეხბურთის ზეციური ელემენტია, მაგრამ...", - ეტო'ომ საუკეთესო პარტნიორად ლეო არ დაასახელა
"მესი დედამიწის ფეხბურთის ზეციური ელემენტია, მაგრამ...", - ეტო'ომ საუკეთესო პარტნიორად ლეო არ დაასახელა
ლეგენდარულმა სენეგალელმა ფორვარდმა, სამუელ ეტო’ომ, ყოფილ თანაგუნდელზე, ლეო მესიზე ისაუბრა.
დამატება
კომენტარები (0)
Прокомментировать
Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив