კონტაქტი:
sportnet.ge@gmail.com
Демонстрационный сайт » რამდენი ხანი დასჭირდათ მეცნიერებს კორონავირუსის ვაქცინის შესაქმნელად 2003 წელს

რამდენი ხანი დასჭირდათ მეცნიერებს კორონავირუსის ვაქცინის შესაქმნელად 2003 წელს

image
31-01-2020, 23:33
1 944
0

2003 წლის შემდეგ მსოფლიო კორონავირუსით გამოწვეულ სამ „აფეთქებას“ დაეჯახა - მძიმე რესპირატორულ სინდრომ SARS-ს, ახლო აღმოსავლეთის სინდრომ MERS-ს და ამჟამად გავრცელებულ ვირუს, რომელსაც ჯერჯერობით 2019-nCoV ჰქვია. 

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ექიმებს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში მოუწევთ მუშაობა ვირუსების წინააღმდეგ, თუმცა ბოლო 17 წლის განმავლობაში მიღებული გამოცდილების გამო, საგრძნობლად შემცირებულია დრო, რომელსაც ვაქცინის დამზადებას სჭირდება. 

Science news-ის ცნობით, მეცნიერთა ჯგუფმა ახალ ვაქცინაზე მუშაობა იანვრის დასაწყისშივე დაიწყო. ამათგან 3 ჯგუფს ეპიდემიასთან ბრძოლის არაკომერციული ორგანიზაცია CEPI აფინანსებს. ორგანიზაციები, Inovio Pharmaceuticals Inc. და Moderna Inc. აცხადებენ, რომ მათ ერთ თვეში ექნებათ ვაქცინა, იმისათვის, რომ დატესტვა ცხოველებზე დაიწყონ. 

ჰონგკონგელი მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ უკვე შექმნეს ვაქცინა, რომლებსაც ამჟამად ცხოველებზე ცდიან და ძალიან მალე იქნება ცნობილი პასუხები. 

როგორ დაამარცხეს კორონავირუსი 2003 წელს?

გამოცემა Healthline-ის ცნობით, 2002-2003 კორონავირუს SARS-ის აფეთქების დროს, ვაქცინა მეცნიერებმა დაახლოებით 20 თვეში დაამზადეს. ამ პერიოდისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ უკვე იყო დაწესებული ინფიცირებული პირების იზოლაცია, კარანტინების დაწესება და სხვა პრევენციული მექანიზმები.

ეს და სხვა მოქმედებები უკვე ხორციელდება კორონავირუს 2019-nCoV-ის წინააღმდეგ, თუმცა ჯერ კიდევ ბოლომდე დაუდგენელია, რამდენად სწრაფად ვრცელდება ვირუსი. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, 2002-2003 წლებში, კორონავირუსის 8,098 შემთხვევა დაფიქსირდა 17-მდე ქვეყანაში, აქედან 774 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლი ძირითადად ჩინეთში და ჰონგ-კონგში იყო. 




დამატება
კომენტარები (0)
Прокомментировать
Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив