კონტაქტი:
sportnet.ge@gmail.com
Демонстрационный сайт » ფეხბურთი » ანსუ ფატი - ბიჭი რეკორდი!

ანსუ ფატი - ბიჭი რეკორდი!

image
3-02-2020, 15:34
102
0
ანსუ ფატის ნიჭზე აქამდეც არაერთი თქმულა და დაწერილა. „ბარსელონას“ ნიჭიერი შემტევი დიდ საფეხბურთო სცენაზე მიმდინარე სეზონში გამოჩნდა და უკვე რამდენიმე რეკორდი დაამყარა. კიდევ ერთ მიღწევას კი ახლახან შესწვდა.
„ბარსამ“ ლა ლიგის XXII ტურში „ლევანტე“ სწორედ ფატის წყალობით დაამარცხა. წარმოშობით გვინეა-ბისაუელმა თავდამსხმელმა ვალენსიურ გუნდთან 30-ე და 32-ე წუთებზე ორჯერ გაიტანა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვან გამარჯვებაში დაეხმარა (2:1).
საინტერესოა, რომ ფატი ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა (17 წლისა და 94 დღის), რომელმაც დუბლი შეასრულა.
საერთოდ, ანსუსთვის რეკორდები უცხო ხილი ნამდვილად არაა. ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორია, „ბარსელონას“ ისტორიაში ლა ლიგაში ყველაზე ახალგაზრდული გოლიც მის ანგარიშზეა და ამასთან, ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც ერთ თამაშში გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც შეასრულა.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში 17 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირის ჩათვლით 19 თამაშში 5




მსგავსი სიახლეები
"მესი დედამიწის ფეხბურთის ზეციური ელემენტია, მაგრამ...", - ეტო'ომ საუკეთესო პარტნიორად ლეო არ დაასახელა
"მესი დედამიწის ფეხბურთის ზეციური ელემენტია, მაგრამ...", - ეტო'ომ საუკეთესო პარტნიორად ლეო არ დაასახელა
ლეგენდარულმა სენეგალელმა ფორვარდმა, სამუელ ეტო’ომ, ყოფილ თანაგუნდელზე, ლეო მესიზე ისაუბრა.
"ეს ფეხბურთელი ფენომენს მაგონებს", - რონალდინიომ თანამემამულე შეაქო
"ეს ფეხბურთელი ფენომენს მაგონებს", - რონალდინიომ თანამემამულე შეაქო
ყოფილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ლეგენდარულმა რონალდინიომ დაასახელა მოთამაშე, რომელიც მას რონალდოს აგონებს:
დამატება
კომენტარები (0)
Прокомментировать
Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив