კონტაქტი:
sportnet.ge@gmail.com
Демонстрационный сайт » ფეხბურთი » "მესი დედამიწის ფეხბურთის ზეციური ელემენტია, მაგრამ...", - ეტო'ომ საუკეთესო პარტნიორად ლეო არ დაასახელა

"მესი დედამიწის ფეხბურთის ზეციური ელემენტია, მაგრამ...", - ეტო'ომ საუკეთესო პარტნიორად ლეო არ დაასახელა

image
3-02-2020, 15:35
1 011
0
ლეგენდარულმა სენეგალელმა ფორვარდმა, სამუელ ეტო’ომ, ყოფილ თანაგუნდელზე, ლეო მესიზე ისაუბრა.

თქვენ დროს „ბარსელონას“ პირველ გუნდში ფეხს იდგამდა ლეო მესი, არის ის საუკეთესო, ვისთან ერთადაც ოდესმე მოედანზე გასულხართ?

„გამიმართლა, რომ ძალიან ძლიერ ფეხბურთელებთან ერთად მითამაშია, ვინც არ უნდა გაიხსენოთ ჩემი ექს-თანაგუნდელებიდან, ყველა ან ვარსკვლავი იქნება, ან მინიმუმ შესანიშნავი ფეხბურთელი.

მესიზე რომ ვილაპარაკოთ, ის დედამიწის ფეხბურთის ზეციერი ელემენტია. მისი ანალოგი არ არსებობს, ის ერთადერთა. ბევრი ამბობს, რომ სხვა კლუბში თამაშისას ის ასეთი ლეგენდარული ვერ იქნებოდა, მაგრამ მე სხვა მოსაზრება გამაჩნია. ნებისმიერი გუნდი ეცდებოდა მისი სათამაშო დონის ამაღლებას, ის კი ისტორიის წერას გააგრძელებდა.

მაგრამ, ერთი კონკრეტულის დასახელება თუ მიწევს, ლეოს კი არა, ანდრეს ინიესტას ავირჩევ. მისი პასის შემდეგ მეც კი არ მქონდა შანსი, რომ დამზარებოდა ან ბურთზე ვერ მიმესწრო. ყველა მისი ქმედება საფეხბურთო მოედანზე იყო ზეგენიალური.“ - აღნიშნა ეტო’მ.



მსგავსი სიახლეები
"ბეილი სხვა გუნდებისთვის მიუწვდომელია", - უელსელის აგენტი
"ბეილი სხვა გუნდებისთვის მიუწვდომელია", - უელსელის აგენტი
მადრიდის "რეალის" შემტევის, გარეტ ბეილის აგენტმა, ჯონატან ბარნეტმა თავისი კლიენტის მომავლის შესახებ ისაუბრა:
"ეს ფეხბურთელი ფენომენს მაგონებს", - რონალდინიომ თანამემამულე შეაქო
"ეს ფეხბურთელი ფენომენს მაგონებს", - რონალდინიომ თანამემამულე შეაქო
ყოფილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ლეგენდარულმა რონალდინიომ დაასახელა მოთამაშე, რომელიც მას რონალდოს აგონებს:
დამატება
კომენტარები (0)
Прокомментировать
Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив