კიდევ ერთი სეზონი - ჯიჯი ბუფონი რეკორდების დამხობას აპირებს

ტურინის იუვენტუსის მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი, რომელსაც 28 იანვარს 43 წელი შეუსრულდება, კარიერის დასრულებას არ აპირებს. როგორც იტალიელი ჟურნალისტები წერენ, ლეგენდარული მეკარე ტურინულ კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას, რომელიც 2021 წლის ზაფხულში იწურება, კიდევ ერთი სეზონით აპირებს.
და აქ საქმე მხოლოდ სერია A-ს რეკორდს არ ეხება. მარკო ბალოტას ანალოგიური რეკორდი უეფას ჩემპიონთა ლიგაშიც ეკუთვნის, სადაც ბოლოს 2007 წლის 11 დეკემბერს, მადრიდის რეალის წინააღმდეგ ითამაშა და მატჩის დღეს 43 წლისა და 252 დღის იყო. შესაბამისად, ჯიჯის შანსი აქვს, ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირის რეკორდიც დაისაკუთროს.

ბუფონს სერია A-ში დებიუტი 1995 წელს, პარმას მაისურით ჰქონდა. 2001 წელს ის იუვენტუსში გადაბარგდა, რომლის რიგებშიც ქვეყნის ჩემპიონი 10-ჯერ გახდა. ჯიჯიმ იუვეს რიგებში ჯამში 677 შეხვედრა ჩაატარა, პარმაში - 220. კიდევ 176 მატჩში მან იტალიის ეროვნული ნაკრების ღირსება დაიცვა. მეკარემ ერთი სეზონი პარი სენ-ჟერმენშიც გაატარა.