1SPORT

1SPORT

ლეოს პატივი უნდა ვცეთ!' - კუმანი კმაყოფილია და მესის აქებს

ლეოს პატივი უნდა ვცეთ!' - კუმანი კმაყოფილია და მესის აქებს

ატლეტიკ ბილბაოსთან გამარჯვებას ბარსელონასთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. ამ მოგებამ კატალონელები, რომელთაც ჩემპიონატი ცუდად დაიწყეს, სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაიყვანა და ბილბაოსთან სუპერთასზე განცდილი მარცხის გამო რევანშიც აღებულია. ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო ლეო მესისთვისაც, რომელმაც თავი ძალიან მაგარი გოლით გამოიჩინა.
ლიონელ მესის ფანტასტიკური ჯარიმა ბილბაოს კარში
Volume 90%


 

მესის რთული დღე ჰქონდა - 'ელ მუნდო დეპორტივომ' მისი კონტრაქტის დეტალები დაბეჭდა, რის შემდეგაც მესი თავისი თითქმის ნახევარმილიარდიანი კონტრაქტით ბარსელონას ფინანსური პრობლემების მთავარ მიზეზად იქნა დასახელებული. არგენტინელი ახლა 'ელ მუნდოს' სასამართლოში ჩივილით ემუქრება. მატჩის შემდეგ ბარსას მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, სწორედ მესიზე გაამახვილა ყურადღება.
კუმანი: "ჩვენ დიდი ხანია ვიცით, რომ ის მსოფლიოში საუკეთესოა და ვიცით, რა აქვს მას კლუბისთვის გაკეთებული. ამ თამაშში ის გადამწყვეტი იყო და ძალიან მოტივირებულია. პატივი ვცეთ, რა აქვს მას გაკეთებული მინდორზე. გაზეთებში რა იწერება, ეს სხვა საკითხია. მესი შეტევაში კრეატიულობას გვაძლევს და მის გარეშე ბევრი რამ არ გამოგვივიდოდა."
გამარჯვებას კუმანის გარდა სერხი რობერტოც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ლიდერი ატლეტიკო ზეწოლის ქვეშ მოაქციონ. მით უმეტეს, რომ თებერვლაში ბარსას საკმაოდ იოლი კალენდარი აქვს - ბეტისი, ალავესი, კადისი და ელჩე.
ბარსელონა 2-1 ბილბაო
Volume 90%


 


[xfgiven_embed]
[/xfgiven_embed]
[/banner_lidercatfishdesktop [/banner_lidercatfishmobile]