1SPORT

1SPORT

ძმებივით ვართ და იმედია, აქ დარჩება' - რას აპირებს ნეიმარი

ძმებივით ვართ და იმედია, აქ დარჩება' - რას აპირებს ნეიმარი

პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელი ნეიმარი კლუბის დატოვებას არ აპირებს და როგორც Telefoot-ს უთხრა, სურს, რომ პსჟ-ში კილიან მბაპეც დარჩეს, რადგან მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს.
"ჩვენ ძმებს ვგავართ, ოღონდ მე უფროსი ვარ. გვიყვარს ერთად თამაში, რადგან მინდა მისგან მაქსიმუმი მივიღო. პსჟ-ში ძალიან ბედნიერი ვარ, ყველაფერი ძალიან შეიცვალა, მინდა აქ დარჩენა და იმედი მაქვს, რომ მბაპეც დარჩება. ეს არის ის, რაც ფანებსაც სურთ. მბაპე ოქრის ბიჭია. როგორც ფეხბურთელი, ყველამ ვიცით მისი თვისებები, მაგრამ მოედანს მიღმაც წარმოუდგენელია", - თქვა ნეიმარმა.



ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ფინალი გაიხსენა, რომელშიც პსჟ მიუნხენის ბაიერნთან 0:1 დამარცხდა და ნეიმარი თამაშის შემდეგ ცრემლებს ვერ იკავებდა:
"ძალიან სამწუხარო იყო და ვიტირე. ძალიან მინდოდა ამ თასის საფრანგეთში ჩატანა, მაგრამ ვერ შევძელით. ვფიქრობ, უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება. წელს ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ფინალში გავიდეთ და ტიტულის მოპოვება მოვახერხოთ", - აღნიშნა ნეიმარმა.
შეგახსენებთ, რომ პსჟ დღეს საფრანგეთის ლიგა 1-ის 22-ე ტურში გასავარდნ ზონაში მყოფ ლორიენთან 2:3 დამარცხდა, მიუხედავად იმისა, რომ ნეიმარმა 2 პენალტი გაიტანა და დუბლი შეასრულა. მაურისიო პოჩეტინოს გუნდი ლიგა 1-ში მე-3 ადგილზეა და ლიდერ ლილს 3 ქულით ჩამორჩება.
[xfgiven_embed]
[/xfgiven_embed]
[/banner_lidercatfishdesktop [/banner_lidercatfishmobile]