ედენ აზარს გამოკვლევა ჩაუტარეს - ბელგიელის დაბრუნების სავარაუდო ვადა

მადრიდის რეალის თავდამსხმელი ედენ აზარი ისევ ტრავმირებულია. 30 წლის ბელგიელმა ფეხბურთელმა, რომელმაც დაზიანება ლევანტესთან წაგებულ შეხვედრაში (1:2) მიიღო და გუნდის ვარჯიში გამოტოვა, სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა.
როგორც რეალის ოფიციალური საიტი წერს, აზარს მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთის ტრავმა დაუდგინდა. რა დრო დასჭირდება მის მორჩენას, ამის შესახებ საიტი არაფერს იუწყება.
ედენ აზარის დაბრუნების სავარაუდო ვადაზე ესპანური მედია წერს. როგორც ირკვევა, ფეხბურთელის გამოჯანმრთელებას 4-იდან 6 კვირამდე დასჭირდება. თუ ვარაუდი გამართლდა, ბელგიელი თავდამსხმელი ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალის მატჩს გამოტოვებს, რომელსაც რეალი 24 თებერვალს, სტუმრად ატალანტასთან ჩაატარებს. ასევე საეჭვო იქნება მისი მონაწილეობა ლა ლიგის შეხვედრაში ატლეტიკოსთანაც, რომელიც 7 მარტს არის დანიშნული.
ლა ლიგაში ჩატარებული 20 მატჩის შემდეგ, ზინედინ ზიდანის გუნდს 40 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს. ლიდერი 50 ქულით მადრიდის ატლეტიკოა. [xfgiven_embed]