1SPORT

1SPORT

სახეში მიყურე და ისე მითხარი, რომ უნდა წავიდე’ - ზიდანმა ჟურნალისტებს შეუტია

სახეში მიყურე და ისე მითხარი, რომ უნდა წავიდე’ - ზიდანმა ჟურნალისტებს შეუტია

ზინედინ ზიდანმა კორონავირუსი დაამარცხა და იძულებითი პაუზის შემდეგ, უესკასთან მატჩის წინ პირველად წარსდგა ჟურნალისტების წინაშე. გამოჯანმრთელების შემდეგ ზიზუს პირველივე პრესკონფერენცია საკმაოდ სკანდალური გამოვიდა. ესპანელმა ჟურნალისტებმა მას მძაფრი კითხვები დაუსვეს: მიაჩნია თუ არა, რომ რეალისთვის ჯერ კიდევ შესაფერისი მწვრთნელია, ფიქრობს თუ არა გადადგომაზე და ა.შ. 48 წლის ზიდანი იმდენად გაბრაზდა, რომ ერთ-ერთ ჟურნალისტს აგრესიულად შეუტია.

ზინედინ ზიდანი (რეალის მთავარი მწვრთნელი)

...უესკასთან მატჩზე: “ვიცით, რომ ბევრ რამეზე მიდის დისკუსიები. გუნდში ყველაფერი კარგადაა და ამ თამაშის მოსაგებად ვემზადებით. სხვა რაღაცებზე კი არ უნდა ვიდარდოთ.”


...ესპანეთის ჩემპიონობის შანსებზე: “ვეცდებით - როგორც ყოველთვის. ჩვენ რეალ მადრიდი ვართ, ორ ტურნირზე დავრჩით და ყველაფერს გავაკეთებთ მათ მოსაგებად. ჩვენ დავიმსახურეთ, რომ სეზონის ბოლომდე ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლოთ. ამ სიტყვებით, პირველ რიგში, ჩვენს ფანებს მივმართავ. სწორედ მათთვის ვიბრძოლებთ, რომ გავახაროთ. მათ უყვართ თავიანთი გუნდი. გარანტიას გაძლევთ, რომ რეალი არ დანებდება. არ ვიცი, რა მოხდება. მთავარი ისაა, რომ კონცენტრირებულები ვიყოთ. მე ყოველთვის ვამბობ, რომ გამიმართლა, რეალის მწვრთნელი რომ ვარ. შესაბამისად, ყოველ დღეს გამოვიყენებ. მე არ წავალ! თუ ვიღაცებს უნდათ, რომ წავიდე - არავითარ შემთხვევაში. არც მე წავალ და არც ფეხბურთელები. საუკეთესო სიტუაციაში ნამდვილად არ ვართ, ბოლო დროს ხშირად ვერ ვიგებთ, მაგრამ ამის შეცვლა შეგვიძლია.”


...არის თუ არა ჯერ კიდევ რეალისთვის შესაფერისი მწვრთნელი: “ამ კითხვას სერიოზულად მისვამთ? თქვენ რომ გისმინოთ, ყოველდღე მაგდებენ, ყოველდღე… შენ იცი, რომ მაგდებენ? პირველი ხარ, ვინც ეს გაიგო… რას მეუბნები? ჩვენ დავიმსახურეთ, რომ ბოლომდე ბრძოლის უფლება გვქონდეს. ვინ გახდა შარშან ესპანეთის ჩემპიონი? ჩვენ! რეალი! ამიტომ გვაქვს უფლება, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ - მინიმუმ ამ სეზონში! ამ გუნდმა შარშან ლა ლიგა მოიგო! 10 წლის წინ კი არა, შარშან! პატივი ეცით გუნდს. შენს კითხვაზე მეცინება. თუმცა თქვენ, ჟურნალისტები ბევრ რამეს ამბობთ და მე ვალდებული ვარ, ეს მივიღო. მაგრამ სახეში შემომხედე და ისე მითხარი: “დიახ, მინდა, რომ შენ გაგიშვან!” მითხარით, რომ გსურთ ჩემი შეცვლა. ამის თქმა უნდა შეგეძლოთ, ასეთი კითხვები კი სასაცილოა.”



...გაბრაზების მიზეზებზე: “მესმის, რომ თქვენ თქვენს საქმეს აკეთებთ და რომ ერთ დღეს გაგდების კანდიდატი ვარ, მეორე დღეს კი - აღარ. მერე, როცა წავაგებთ, ან ფრეს ვითამაშებთ, ისევ მათავისუფლებთ და ასე შემდეგ. არა უშავს, მისაღებია. ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი საქმე გავაკეთოთ. თქვენ თქვენს საქმეს აკეთებთ, მაგრამ იმ ხალხს, ვინც აქ მუშაობს, ცოტა პატივი უნდა სცეთ.” 

...მარტინ ოდეგაარდის არსენალში განათხოვრებაზე: “მას წასვლა სურდა, რადგან თამაში უნდა. მე მას 2-3-ჯერ ვესაუბრე. მარტინს ვუთხარი, რომ უნდა დარჩენილიყო და ებრძოლა, რადგან გვჭირდებოდა. ის ჩვენთან ხომ იმიტომ დაბრუნდა, რომ მე მინდოდა ასე. მაგრამ არ დარჩა.”

...ედენ აზარზე, რომელიც გუნდს ისევ გამოაკლდა: “ჩვენ გვინდა, რომ საუკეთესო ედენი ვნახოთ - ტრავმებისა და პრობლემების გარეშე. რა უნდა ვთქვა? ძალიან რთული სიტუაციაა - განსაკუთრებით მისთვის. ედენს უნდა, რომ კარგ ფორმაში იყოს და რეალში თამაშობდეს. ერთ დღესაც მის მაგარ თამაშს ისევ ნახავთ. ვიცით, რომ ჩელსი ტრავმა არასდროს ჰქონია. ძალიან არ გაუმართლა.”



...ფიქრობს თუ არა აზარი, რომ რეალში ოდესმე ძველებურად ათამაშდება: “რა თქმა უნდა! მისი მიზანი სწორედ ეს არის. ახლა უბედურია და თვითონაც არ ესმის, ეს რატომ ხდება. ყველაფერს აკეთებდა, რომ ფორმაში ყოფილიყო, მაგრამ ცხოვრებაში ასეთი რაღაცები ხდება.” 

...სერხიო რამოსის კონტრაქტზე: “ამაზე ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ამის შესახებ არაფერი ვიცი. არც თქვენ იცით, დამიჯერეთ. იმედი მაქვს, რომ მისი საკითხი მალე გაირკვევა. ახლა მხოლოდ ამის თქმა შემიძლია.”

...ვინისიუს ჟუნიორზე: “მან თავისი საქმე უნდა აკეთოს. იცის, ეს როგორ უნდა. ჯერ პატარაა, კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლოს. ცდილობს და ჩვენც დავეხმარებით, რომ კარგი ფეხბურთი ითამაშოს.”











[xfgiven_embed]
[/xfgiven_embed]
მსგავსი სიალხეები
რეკლამა
[/banner_lidercatfishdesktop [/banner_lidercatfishmobile]