1SPORT

1SPORT

მარადონა არ უნდა მომკვდარიყო! მომვლელები მას მარიხუანას აწევინებდნენ და ლუდს ასმევდნენ

მარადონა არ უნდა მომკვდარიყო! მომვლელები მას მარიხუანას აწევინებდნენ და ლუდს ასმევდნენ

ჩნდება ახალი დეტალები მარადონას სიკვდილის თაობაზე. გეცოდინებათ, რომ მის პირად ექიმს ლეოპოლდო ლუკეს უკვე დაუმტკიცდა ფინანსურ დოკუმენტებზე მარადონას ხელმოწერების გაყალბება და ეჭვი აქვთ, რომ მას სათანადო მკურნალობას განზრახ არ უტარებდა.
ახლა გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც ლუკე იმ პირს ესაუბრება, რომელიც მარადონას მოვლაზე იყო პასუხისმგებელი, საიდანაც ირკვევა, რომ ერთი ადამიანი, სახელად ჩარლი, რომელსაც მუდმივად უნდა ედევნებინა თვალყური თავის ტვინზე ნაოპერაციევი მარადონასათვის, მის კაპრიზებს ვეღარ იტანდა

და დასამშვიდებლად (სავარაუდოდ მარადონას დაჟინებული მოთხოვნით) მას მარიხუანასაც აწევინებდა და ლუდსაც ასმევდა.
ჩანაწერში  ლუკეს ეუბნებიან, რომ სახლში მუდმივად მარიხუანის სუნი ტრიალებს და დიეგოც ხშირად ითხოვს მას. ერთ ღამეს, ჩარლის ქალის მიყვანა სურდა და რათა მარადონას არ შეეწუხებინა, ლუდიც და მარიხუანაც ბლომად მისცა.
მარადონა კი მთელი ღამე მხოლოდ მომვლელი ქალის ამარა გახლდათ მიტოვებული და თავის ოთახში რას აკეთებდა არავინ იცის. საყურადღებოა, რომ ამ ინფორმაციას მარადონას პირადი ექიმი საკმაოდ გულგრილად მოეკიდა.
პროკურატურა გამოძიებას აგრძელებს და თანდათანობით აშკარა დანაშაულის ნიშნები იკვეთება.
[xfgiven_embed]
[/xfgiven_embed]
მსგავსი სიალხეები
რეკლამა
[/banner_lidercatfishdesktop [/banner_lidercatfishmobile]