1SPORT

1SPORT

ტომ ბრედი ისტორიაში საუკეთესო სპორტსმენია?

ტომ ბრედი ისტორიაში საუკეთესო სპორტსმენია?



ტომ ბრედიმ სუპერ ბოული მეშვიდედ მოიგო და ამ სპორტში მის საუკეთესოობას ძახილის ნიშანი დაუსვა. ჩვენ უბრალოდ მოთამაშეზე არ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ ლეგენდაზე, რომელსაც სადაც უთამაშია, ყველგან გუნდის სული და გული იყო.
 
ყველაფერთან ერთად, ის 43 წლისაა. ამ ასაკში მოთამაშეები უკვე ისტორიისა ნაწილნი არიან - გამორჩეულნი, ნავსაყუდელს დიდების დარბაზში ჰპოვებენ. ბრედის გარდა ჯერ არავინ ყოფილა, მისი წლოვანება 4-ით იწყებოდეს  NFL-ის ბეჭედი მოეგოს. სხვა სპორტში, კი ბატონო - კარიმ-აბდულ ჯაბარი, ენოს სლაუთერი, ჯეკ ქვინი...  ტომი ასევე პირველი მოთამაშეა, ვინც სუპერ ბოული სამ სხვადასხვა ათწლეულში მოიგო. 
 
ბრედი ფინალების MVP ლებრონზე მეტჯერ გახდა - ტომი 5; მეფე 4 - და ის მხოლოდ ჯორდანს (6) ჩამორჩება. ეს - NFL/NBA/MLB/NHL-ში მეორე პოზიციაა. 
 
ამ ბეჭდით დაიმსახურა, რომ არა მხოლოდ NFL-ში, სპორტის ისტორიაში უდიადესთა შორის ჩაეწერა. მისი ნიჭითა და პროფესიონალიზმით, ისეთ ამერიკელებს გაუთანაბრდა, როგორებიც მუჰამედ ალი, ჯეკ ნიკლაუსი, მაიკლ ჯორდანი და მაიკლ ფელპსი არიან. ხალხმა, რომლებმაც კონკურენტებისგან მხოლოდ ნამსხვრევები დატოვეს, ბრედს, როგორც თანასწორს, ისე იღებენ...
 

[xfgiven_embed]
[/xfgiven_embed]
მსგავსი სიალხეები
რეკლამა
[/banner_lidercatfishdesktop [/banner_lidercatfishmobile]