1SPORT

1SPORT

შეთქმულების თეორიები ფეხბურთში - 10 ამბავი, რომლებიც თავის დროზე დაგვაჯერეს

შეთქმულების თეორიები ფეხბურთში - 10 ამბავი, რომლებიც თავის დროზე დაგვაჯერეს

‘რონალდო მოწამლეს’ - რამდენჯერ მოისმინეთ ეს 1998 წლის ფინალის შემდეგ? ალბათ, მეორე დღესვე მინიმუმ 100-ჯერ. ‘კიჭა’ ჯერ განაცხადში არ იყო, შემდეგ გამოჩნდა, მაგრამ ისე ითამაშა, ჯობდა არ გამოჩენილიყო.
ამ ამბავს მერე სხვა გაგრძელებები მოჰყვა, ‘მოწამლეს’ სხვა ფიზიკური მდგომარეობით შეიცვალა, ზაგალოს გინება კი სპონსორზე გადაერთო და აღმოჩნდა, რომ ფინალი დენილსონს, ან ედმუნდოს რომ დაეწყო, ვინ იცის, შეიძლება მოეგოთ კიდეც.

#1 რონალდო და Nike-ს ტირანია

გახსოვთ ალბათ, რომ თავდაპირველად დიდი 9-იანი 1998 წლის მუნდიალის ფინალის სასტარტოში ვერ მოხვდა, ოქმში არ ეწერა, შემდეგ რაღაც შეცვალეს და მოედანზე გამოჩნდა. მერე გაირკვა, რომ ‘ფენომენს’ დილით პანიკური შეტევა ჰქონდა, ‘ფენიქ-ეთექიან’ კაცს კი, ბუნებრივია, მინდორზე არაფერი ესაქმება, მაგრამ ეს მის პირად და ასევე ნაკრების სპონსორს - Nike-ს დიდად არ ადარდებდა, რონალდოს მოედანზე გასვლა მოსთხოვეს... შედეგად, ბრაზილიამ მთელი მატჩი რონალდოს ინერტულობის გამო 10 კაცით ითამაშა და 0:3 დამარცხდა.
შეთქმულების თეორიები ფეხბურთში - 10 ამბავი, რომლებიც თავის დროზე დაგვაჯერეს

#2 ტოტენჰემის დამღუპველი ლაზანია

2006 წელს ტოტენჰენმი ‘დიდი ოთხეულის’ გარღვევას შეეცადა. ამას შეძლებდა კიდეც, ბოლო ტურში ვესტ ჰემთან რომ მოეგოთ. თუმცა, თამაშის წინა დღეს, ვახშამზე, გუნდმა სასტუმროში ლაზანია მიირთვა, რის შედეგადაც ათამდე ფეხბურთელი მოიწამლა. ნახევარი გუნდი მინდორზე მოწამლული მაინც გავიდა! რა თქმა უნდა, წააგეს და საღამოს, მათ ნაცვლად ჩემპიონთა ლიგის საგზური ჯიბეში სპურსის მთავარმა მტერმა - არსენალმა გადაკეცა.
შეთქმულების თეორიები ფეხბურთში - 10 ამბავი, რომლებიც თავის დროზე დაგვაჯერეს

#3 ბობი მური - სამაჯურის ქურდი

ფეხბურთის ისტორიაში ალბათ ყველაზე სამაგალითო კაპიტანი - ბობი მური ბოგოტაში, სამაჯურის ქურდობისთვის დააკავეს. ეს 1970 წლის მუნდიალის წინ ხდება, რაც ალბათ დამთხვევა ნაკლებადაა. ვერაფერი რომ ვერ დაუმტკიცეს, კოლუმბიაში ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ჰაროლდ უილსონმა დარეკა - ჭკვიანად იყავითო. შემდეგ გაუშვეს, მაგრამ ამის გამო, მუნდიალის წინა შეკრებაზე 2 კვირა გაუცდა. მერე გაირკვა, რომ კოლუმბიის უშიშროებას ვიღაცამ, რაღაცა გადაუხადა... როგორც ხდება ხოლმე.
შეთქმულების თეორიები ფეხბურთში - 10 ამბავი, რომლებიც თავის დროზე დაგვაჯერეს

#4 ტიკი-ტაკა და სირიელი მეამბოხეები

გაგანია სირიის სამოქალაქო ომის დროს, მესიმ, ინიესტამ და პედრომ ერთ-ერთი კალენდარული მატჩისას, მოედანზე პასებით ისეთი რუკა მოხაზეს, რითიც სირიელმა მეამბოხეებმა შემდეგ ლიბანში სამხედრო ამუნიციის საწყობს მიაგნეს. კოდური მესიჯი სირიულმა ტელევიზიამ - ალ დუნიამ თავის სიუჟეტში გაშიფრა და ბარსელონა ამხილა, რომელიც სამოქალაქო ომში მეამბოხეების მხარეს იჭერდა.
შეთქმულების თეორიები ფეხბურთში - 10 ამბავი, რომლებიც თავის დროზე დაგვაჯერეს

#5 1958 წლის მუნდიალი არ ჩატარებულა

‘კონსპირაცია 58’ - არის ასეთი 2002 წელს გამოსული ფილმი, რომელიც ამტკიცებს, რომ 58 წლის შვედეთის მსოფლიოს ჩემპიონატი არ ჩატარებულა და რომ მუნდიალი, რეალურად, ჰოლივუდის კინო-სტუდიებში გადაიღეს. რეჟისორი იოჰან ლოფშტედი ამბობს, რომ ეს CIA-ის საიდუმლო პროექტი გახლდათ, სადაც ტელევიზიით მასების მართვის პირველი საცდელი პროდუქტი შექმნეს. ერთ-ერთ მტკიცებულებად ლოფშტედს მატჩების ჩანაწერებში სტადიონების უკან გამოსახული უცნაური შენობები მოჰყავს.
შეთქმულების თეორიები ფეხბურთში - 10 ამბავი, რომლებიც თავის დროზე დაგვაჯერეს

#6 ყველა ბრაზილიელებს წამლავს

სანამ რონალდო მოყვებოდა, რომ 1998 წლის ფინალის წინ პანიკური შეტევა ჰქონდა, მანამდე არსებობდა თეორია მისი მოწამვლის შესახებ - რაზეც დასაწყისში ვისაუბრეთ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ადრე სხვა ბრაზილიელიც მოწამლეს. 3 მუნდიალის მონაწილე - ბრანკო ამბობს, რომ 1990 წელს მერვედფინალში, მინდორზე შესულმა არგენტინის ფიზ. თერაპევტმა მას წყლის ბოთლი მიაწოდა, რომელიც ტრანკვილიზატორით იყო გაჯერებული. გაბრუებული ბრანკოს ბრაზილიას კი დიეგომ და კანიჯამ ადვილად სძლიეს - 1:0.
შეთქმულების თეორიები ფეხბურთში - 10 ამბავი, რომლებიც თავის დროზე დაგვაჯერეს

#7 უემბლის ცაზე რა არ ხდება

ეს CIA თავს არ გვანებებს. ამჯერად, ინგლისელი ფიზიკოსი - ური გელერი ყვება, რომ 1996 წელს, ევროპის ჩემპიონატზე, სადაც მასპინძელი ინგლისი შოტლანდიას ხვდებოდა, გარი მაკალისტერის პენალტის ეპიზოდში უხილავი ძალით ბურთი გაამოძრავა - შედეგად, მაკალისტერმა ცუდად დაარტყა და სიმენმა მოიგერია. გელერი ამბობს, რომ თამაშის დროს 'უემბლის' თავზე, ვერტმფრენში იმყოფებოდა და ამ ექსპერიმენტით, CIA-ის თავის სხვა პროექტის მართებულობა დაუმტკიცა.
შეთქმულების თეორიები ფეხბურთში - 10 ამბავი, რომლებიც თავის დროზე დაგვაჯერეს

#8 დიეგოს ბევრჯერ უღალატეს

მარადონას გარშემო იმდენი შეთქმულების თეორია არსებობს, რომ ცალკე ათეული გაკეთდება, მაგრამ ეს კონკრეტული, 1994 წლის ცნობილ მოვლენებს ეხება, როდესაც მუნდიალიდან მოკვეთეს. დიეგოს განკითხვის დღე მაშინ დადგა, როდესაც სისხლში ეფედრინი აღმოუჩინეს, რასაც წონაში დაკლების გამო სვამდა. მარადონა ამბობდა, რომ ფიფასთან ეს სიტყვიერად შეთანხმებული ჰქონდა, მაგრამ როდესაც საქმე-საქმეზე მიდგა, ჟოაო აველანჟმა სასტიკი განაჩენი გამოუტანა. მერე ამბობდა, რომ ეფედრინს ცნობილი სპორტული საკვები დანამატის არგენტინული ვერსია შეიცავდა - ესეც ალბათ ცალკე კონსპირაციაა, უკვე მთელი არგენტინის წინააღმდეგ.
შეთქმულების თეორიები ფეხბურთში - 10 ამბავი, რომლებიც თავის დროზე დაგვაჯერეს

#9 ხორბალში გაცვლილი ჩოგბურთის ანგარიში

1978 წლის მუნდიალზე, ფინალში ბრაზილიის ნაცვლად, არგენტინა იმ შემთხვევაში ითამაშებდა, თუ პერუს 4-ბურთიანი სხვაობით მოუგებდა... 6:0 მოუგეს. ჰოდა, თამაშამდე, პერუს გასახდელში არგენტინის დიქტატორის - ხორხე ვიდელას ვიზიტს, ათასნაირი გაგრძელება აქვს. ერთ-ერთი ასეთი - 35 000 ტონა ხობრლის, 50-მილიონიანი ვალის ჩამოწერისა და პოლიტიკური დისიდენტების გაქრობის დაპირებაა. კიდევ ბევრი ვერსიაა, მაგრამ თვითმხილველებისგან მხოლოდ ის ვიცით, რომ ყველას ხელი ჩამოართვა და გავიდა. თუ რას ნიშნავდა ეს, ამას ვერასოდეს გავიგებთ, ერთადერთი რაც დაგვრჩენია - ტაბლოს უნდა შევხედოთ.
შეთქმულების თეორიები ფეხბურთში - 10 ამბავი, რომლებიც თავის დროზე დაგვაჯერეს

#10 სკანდინავიური სამართალი, დიზაინი, თუ რაც არის...

ამ ამბავს რამე იკეაზე ხუმრობა მოუხდებოდა, მაგრამ ყველა ადამიანი რომ ერთნაირია, მაგაზე ხაზგასმას აღარ გავცდეთ. 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე, დანიას და შვედეთს ჯგუფში 2:2 უნდა ეთამაშათ, რომ იტალია ჩაეტოვებინათ და თავად გასულიყვნენ. შეთქმულება სახეზეა, მაგრამ პრაქტიკაში მოყვანილი ანგარიში თეორია რამდენადაა, ეგ თქვენ განსაჯეთ. აი, მორტენ ოლსენი, დანიის მწვრთნელი თამაშის მერე ჟურნალისტებს უყვიროდა - სასაცილოები ხართო, „ჩვენ პატიოსანი ხალხი ვართ!“ - ჯიუტად იმეორებდა ოლსენი და პედალირებას, სკანდინავიურ წესრიგსა და სამართალზე ახდენდა, რისთვისაც ცოტა შეუფერებელი დრო შეარჩია.
შეთქმულების თეორიები ფეხბურთში - 10 ამბავი, რომლებიც თავის დროზე დაგვაჯერეს

ბონუსი - ყველაზე დიდი კონსპირატორი ოდესღაც კარში იდგა

დევიდ აიკი კონსპირატორების სამყაროში მარადონა თუ არა, კრუიფი მაინც არის. მისი წიგნები სამყაროს მოწყობის შესახებ ყოველ წელს მილიონობით იყიდება. იგი ამტკიცებს, რომ პლანეტას ილუმინატი ხვლიკები მთვარიდან მართავენ, მაგრამ სანამ ამ რაღაცების მტკიცებას დაიწყებდა, მანამდე 1971-73 წლებში ჰერეფორდ იუნაიტედის კარში იდგა.
შეთქმულების თეორიები ფეხბურთში - 10 ამბავი, რომლებიც თავის დროზე დაგვაჯერეს
[xfgiven_embed]
[/xfgiven_embed]
მსგავსი სიალხეები
რეკლამა
[/banner_lidercatfishdesktop [/banner_lidercatfishmobile]