1SPORT

1SPORT

არც პირველი ვიქნები და არც უკანასკნელი' - გატუზოს ბედს იუვენტუსი გადაწყვეტს

არც პირველი ვიქნები და არც უკანასკნელი' - გატუზოს ბედს იუვენტუსი გადაწყვეტს

იტალიური ნაპოლის მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო სამსახურიდან გათავისუფლებას ელოდება. იტალიის თასის ნახევარფინალში ბერგამოს ატალანტასთან (1:3) მარცხის შემდეგ პრესკონფერენციაზე 43 წლის სპეციალისტმა არცერთი სცენარი არ გამორიცხა.
როგორც გატუზომ აღნიშნა, ეს ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია და ჯერჯერობით პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან ამ საკითხზე არ უსაუბრია. თუმცა, იტალიელი მწვრთნელი გრძნობს, რომ წარუმატებელ შედეგებზე მთავარი პასუხისმგებელი თვითონაა.
"არ ვიცი, ეს ხელმძღვანელობას უნდა ჰკითხოთ. მე აქამდეც ვამბობდი, რომ გემის კაპიტანი პირველი პასუხისმგებელია და როდესაც რაღაც ცუდად მიდის, სწორია, პასუხისმგებლობა კაპიტანს დაეკისროს, რომელიც ამ შემთხვევაში მე ვარ. თუმცა, არ შემიძლია იმაზე ფიქრი, ეს ჩემი ბოლოსწინა თამაში იყო, ბოლოდან მეორე თუ მესამე. მე უნდა ვიმუშავო მოედანზე უკეთესი გუნდის გასაყვანად და რა მოხდება, შემდეგ ვნახავთ. სამწვრთნელო საქმიანობაში ეს შეიძლება მოხდეს, მე არც პირველი ვიქნები და არც უკანასკნელი, უბრალოდ ბოლომდე ბრძოლა უნდა ვცადოთ", - თქვა გატუზომ.
ნაპოლის ბოლო პერიოდში ცუდი შედეგები აქვს და უკანასკნელი ორი თამაში წააგო. როგორც ვარაუდობენ, 'რინოს' მომავალს შაბათს იუვენტუსთან საშინაო მატჩი გადაწყვეტს. აღსანიშნავია, რომ ნაპოლი ტურინულ გრანდთან დაპირისპირებას სერიოზული საკადრო პრობლემებით ხვდება - წამყვანი ცენტრალური მცველები კოსტას მანოლასი (ტრავმა) და კალიდუ კულიბალი (კორონავირუსი) ვერ ითამაშებენ.
[xfgiven_embed]
[/xfgiven_embed]
მსგავსი სიალხეები
რეკლამა
[/banner_lidercatfishdesktop [/banner_lidercatfishmobile]