1SPORT

1SPORT

'მისი გარემოცვა ყველაფერს ეჭვით უყურებს' - გენტის თავკაცის კომენტარი ჩაკვეტაძეზე

'მისი გარემოცვა ყველაფერს ეჭვით უყურებს' - გენტის თავკაცის კომენტარი ჩაკვეტაძეზე

21 წლის გიორგი ჩაკვეტაძეს მუხლის ტრავმის გამო ამ სეზონში გენტის შემადგენლობაში მხოლოდ 4 მატჩი აქვს ჩატარებული, ბოლო ოფიციალური თამაში მან 4 ოქტომბერს გამართა. ახლახან გაჩნდა იმედი, რომ ჩაკვეტაძე მალე დაუბრუნდება გენტს - მან გენტის დუბლებში (U21) ამხანაგური მატჩი ითამაშა მუსკრონის ახალგაზრდულ გუნდთან, რომელიც ჩაკვეტაძის გუნდის გამარჯვებით დასრულდა - 9:2.
გიორგიმ გოლი (პენალტით) და საგოლე პასი მიითვალა 45 წუთში. ჩაკვეტაძის დაბრუნებას გენტის თავკაცი ჰეინ ვანჰაზებრუკი გამოეხმაურა Het Nieuwsblad-თან საუბარში. ეს ინფორმაცია voetbalprimeur.be-ც გადაბეჭდა.

ჰეინ ვანჰაზებრუკი (გენტის მწვრთნელი): "ჩაკვეტაძე ძალიან დიდი ხნით ვერ თამაშობდა და ეს კი ფეხბურთელისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. მას მერე რაც ითამაშა, ტრავმა არ გამიზეზებია და ეს გვახარებს. ვიმედოვნებთ, რომ ამ სეზონში მას საქმეში ისევ ვნახავთ. 
მის გარშემო მღელვარე სიტუაციაა შექმნილი. ის, როგორც მის გარშემო იქცევიან, გადაჭარბებულად მეჩვენება. ისინი ეჭვის თვალით უყურებენ ყველას და ყველაფერს, თუმცა, ჩვენ წესრიგის დამყარება მაინც მოვახერხეთ. დიახ შემიძლია ვთქვა, რომ ამგვარი სიტუაცია სწორედ მისი გარემოცვისგან მოდის".

შეგახსენებთ, რომ გიორგიმ ერთხელ უკვე სცადა დაბრუნება - დეკემბრის დასაწყისში დეინზესთან ამხანაგურ მატჩში ითამაშა და გოლიც გაიტანა, მაგრამ მალე კვლავ კლუბის ლაზარეთს დაუბრუნდა. 21 წლის ჩაკვეტაძემ ეროვნულ ნაკრებში 9 მატჩი გამართა და 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.  [xfgiven_embed]
[/xfgiven_embed]
მსგავსი სიალხეები
რეკლამა
[/banner_lidercatfishdesktop [/banner_lidercatfishmobile]