1SPORT

1SPORT

ჩვენი მიზანი ზლატანის გაჩერება არ არის' - სანიოლი საქართველოს ამბიციებზე

ჩვენი მიზანი ზლატანის გაჩერება არ არის' - სანიოლი საქართველოს ამბიციებზე

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შვედეთთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ფრანგმა სპეციალისტმა ჟურნალისტების შეკითხვებს ვიცე-კაპიტნის, გურამ კაშიას თანხლებით უპასუხა.


ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): "ახლანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც კოვიდეპიდემიასთან არის დაკავშირებული, ჩვენ გახარებულები ვართ, რომ სტოკჰოლმში ვართ. ერთი სული გვაქვს, როდის დავიწყებთ ამ ახალ საკვალიფიკაციო ტურნირს. შვედეთის ნაკრები ჩვენს გუნდზე ბევრად გამოცდილია, მან ბოლო წლებში ბევრს მიაღწია. მაგრამ აქ ჩვენც ამბიციებით ჩამოვედით. გვაქს იმის ამბიცია, რომ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და საკვალიფიკაციო ეტაპი კარგად დავიწყოთ. 


გუნდში ახალი ვარ, მაგრამ ჩემს ფეხბურთელებზე ბევრი ვიდეო რგოლი ვნახე. როცა მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო გაქვს, ცდილობ, უმთავრესს მიაქციო ყურადღება. ჩვენ ერთმანეთისგან ვსწავლობთ. დანარჩენი კი ხვალ შევეცდებით მოედანზე წარმოვადგინოთ. ფრე კარგი შედეგი იქნება? ყოველთვის ვამბობ, რომ ფრე არ არის კარგი შედეგი, ჩვენ მოგება გვირჩევნია. გერმანიაში დიდხანს ვთამაშობდი და პირველი ეს ვისწავლე - მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა გახვიდე. თუმცა ხვალ ძლიერი მეტოქე გვყავს. ჩვენ გვყავს ახალი მოთამაშეები, ახალგაზრდები, ისინი შეეცდებიან, საკუთარი თავი ბოლომდე წარმოაჩინონ, რომ ქვეყანამ მათით იამაყოს.


ზლატანი? შედარება ყოველთვის რთულია. მას საოცარი კარიერა აქვს, ბევრი გოლი გაიტანა. მეც მქონდა შანსი მის წინააღმდეგ მეთამაშა. ის მსოფლიოს ტოპმოთამაშეების სიაშია. როგორ გავაჩეროთ ზლატანი? ფეხბურთი გუნდური თამაშია, ჩვენ არ გვსურს ზლატანის გაჩერება, ჩვენი სურვილია შვედეთი გავაჩეროთ. შვედეთის ნაკრებისთვის გამოცანა ვართ? შესაძლოა, ეს კარგიც იყოს, თუმცა ამ კითხვას პრესკონფერენციაზე ვერ ვუპასუხებთ, ამის საპასუხო ადგილი მოედანია.


გურამ კაშია (საქართველოს ნაკრების მცველი): "მოლოდინი კარგია. სამწუხაროდ, ახალ მწვრთნელს არ ჰქონდა დრო, სათანადოდ მოვმზადებულიყავით. გუნდმა სულ ორი ვარჯიში გავმართეთ. დრო ძალიან ცოტა იყო, მაგრამ მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს დრო, რომ შეგვესწავლა მისი სისტემა და ტაქტიკა და ვფიქრობ, ხვალ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ კარგი შედეგი გვქონდეს. რა თქმა უნდა, რთული ჯგუგია, რთული მეტოქე გვყავს, მაგრამ მჯერა, რომ კარგი შედეგის მიღწევა შეგვიძლია".


საქართველოს ეროვნული ნაკრები 25 მარტს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო B ჯგუფში პირველ მატჩს სტუმრად შვედეთთან ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

[xfgiven_embed]
[/xfgiven_embed]
მსგავსი სიალხეები
რეკლამა
[/banner_lidercatfishdesktop [/banner_lidercatfishmobile]