1SPORT

1SPORT

სანიოლმა დინამო თბილისის ფეხბურთელი გამოიძახა

სანიოლმა დინამო თბილისის ფეხბურთელი გამოიძახა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კიდევ ერთი ცვლილებაა. ლევან შენგელიას ნაცვლად, რომელმაც ესპანეთთან წითელი ბარათი მიიღო და შესაბამისად გუნდს საბერძნეთთან ვერ დაეხმარება, ვილი სანიოლმა დინამო თბილისის მცველ დავით კობოურს უხმო. შეგახსენებთ, რომ სანიოლმა ნაკრებს დინამო ბათუმის მცველი ირაკლი აზაროვიც დაამატა, რომელიც ტრავმირებული ჯიმი ტაბიძის ნაცვლად გამოიძახა. 
 
კობოურს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. 23 წლის ფეხბურთელი მშვენიერ ფორმაშია. მან 2020 წლის სეზონი შესანიშნავად ჩაატარა და არც ამ სეზონში დაეწუნება რამე. კობოურმა კარგი თამაშით შარშან ვლადიმირ ვაისის ყურადღებაც მიიპყრო. სწორედ სლოვაკმა სპეციალისტმა გამოიძახა იგი პირველად ეროვნულ გუნდში. 
 
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრები შვედეთთან 0:1 დამარცხდა, შემდეგ ესპანეთთან 1:2 წააგო, მესამე თამაშს კი სტუმრად საბერძნეთთან გამართავს.  [xfgiven_embed]
[/xfgiven_embed]
მსგავსი სიალხეები
რეკლამა
[/banner_lidercatfishdesktop [/banner_lidercatfishmobile]