1SPORT

1SPORT

'ამისთვის მოვედი პარიზში' - ლიონელ მესის პირველი პრესკონფერენცია პსჟ-ში

'ამისთვის მოვედი პარიზში' - ლიონელ მესის პირველი პრესკონფერენცია პსჟ-ში

ლიონელ მესიმ პარი სენ-ჟერნემის ფეხბურთელის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა. 34 წლის არგენტინელი ფეხბურთელი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ბარსელონა დატოვა, მედიას ფრანგული კლუბის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ წარუდგინა.

"მოხარული ვარ, წარმოგიდგინოთ მესი, როგორც პსჟ-ის ფეხბურთელი. ეს ისტორიული მომენტია კლუბისა და ფეხბურთისთვის. ყველამ იცის, რომ ლიონელი უნიკალური მოთამაშეა, რომელმაც ექვსჯერ მიიღო "ოქროს ბურთი". ის ფეხბურთის მაგია, ნამდვილი ჩემპიონია. 
ათი წლის წინ სვამდნენ შეკითხვას, რა ბედი ეწეოდა კლუბს. ჩვენი დიდი ამბიციები გვაქვს. ეს მსხვილი საფეხბურთო პროექტია და ამ ხნის განმავლობაში ძალიან წინ წავიწიეთ", - თქვა პსჟ-ის პრეზიდენტმა.
პრესკონფერენციაზე მესისთან ერთად პსჟ-ის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი წარსდგა
პრესკონფერენციაზე მესისთან ერთად პსჟ-ის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი წარსდგა
"პირველ რიგში, მსურს მადლობა გადავუხადო კლუბის პრეზიდენტს კეთილი სიტყვებისთვის. მიხარია, რაც ხდება. იოლი არ იყო ბარსელონას დატოვება, რადგან ამ კლუბში მრავალი წელიწადი გავატარე. არ იყო ადვილი, მაგრამ როდესაც აქ მოვედი, კმაყოფილების გრძნობა დამეუფლა. 
პარიზში მე და ჩემმა ოჯახმა პირველივე წუთებიდან ვიგრძენით კომფორტი. ახლა ჩემი ერთადერთი სურვილი ისაა, მალე დავიწყო ვარჯიში. მსურს კლუბს მადლობა გადავუხადო თბილი მიღებისთვის. 
პარიზელმა ფანებმა ლეოს დახვედრა 'პარკ დე პრენსთან' მოუწყვეს
პარიზელმა ფანებმა ლეოს დახვედრა 'პარკ დე პრენსთან' მოუწყვეს  
კვლავაც მწყურია თამაში და გამარჯვებები - ზუსტად ისე, როგორც კარიერის დასაწყისში. ეს არის კლუბი, რომელიც შეძლებს ტიტულებისა და ჯილდოების მოპოვებას. აი, ამიტომ მოვედი აქ. ჩვენ ამას განვახორციელებთ. ჩემი ოცნებაა, კიდევ ერთხელ მოვიგო ჩემპიონთა ლიგა და ვფიქრობ, პსჟ ამისთვის საუკეთესო ადგილია.
ბევრისთვის ჩემი პარიზში ჩამოსვლა მოულოდნელობა იყო. ჩემს არჩევანზე დიდად იმოქმედა კლუბის სამწვრთნელო შტაბმა და შემადგენლობამ. კარგად ვიცნობ მაურისიო პოჩეტინოს. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმან, რომ ის არგენტინელია.
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად მომიწევს თამაში და ეს ძალიან მაგარია. მე და ნეიმარი ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. იმედი მაქვს, თანაგუნდელებთან ერთად კიდევ უფრო გავძლიერდებით", - თქვა მესიმ პრესკონფერენციაზე.
ლეო მესიმ პსჟ-სთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. ცნობილია, რომ პარიზულ კლუბში არგენტინელის ხელფასი წელიწადში 35 მილიონი ევრო იქნება. მესის დებიუტი პსჟ-ში 14 აგვისტოს უნდა შედგეს - პარიზელები ლიგა 1-ის მე-2 ტურში სტრასბურს უმასპინძლებენ. 
პსჟ-ის საკლუბო მაღაზიებში მესის 30-ნომრიან მაისურებზე დიდი მოთხოვნაა
პსჟ-ის საკლუბო მაღაზიებში მესის 30-ნომრიან მაისურებზე დიდი მოთხოვნაა
ლიონელ მესი ბარსელონას მთავარ გუნდში 2003-2021 წლებში გამოდიოდა და მისი მაისურით 778 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 672 გოლი და მიითვალა 305 საგოლე პასი. არგენტინელი კატალონიურ კლუბთან ერთად 10-ჯერ ესპანეთის ჩემპიონი, 7-ჯერ ესპანეთის თასის და 8-ჯერ ესპანეთის სუპერთასის მფლობელი გახდა, უეფას ჩემპიონთა ლიგაში კი 4-ჯერ გაიმარჯვა.




[xfgiven_embed]
[/xfgiven_embed]
მსგავსი სიალხეები
რეკლამა
[/banner_lidercatfishdesktop [/banner_lidercatfishmobile]