1SPORT

1SPORT

ეს იქნება ბორაცის მიზანი' - სანაძის კომენტარი ახალ კლუბზე

ეს იქნება ბორაცის მიზანი' - სანაძის კომენტარი ახალ კლუბზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი დუდა სანაძე კარიერას ისევ ევროპაში გააგრძელებს, კონკრეტულად კი, სერბულ ბორაცში, რომელიც ადრიატიკის ლიგაში ასპარეზობს. 28 წლის ქართველმა კალათბურთელმა კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა და ის უკვე ადრიატიკის ლიგის განაცხადშიც შეიყვანეს.
სერბულ კლუბში გადასვლის შემდეგ, პოპსპორტი დუდას დაუკავშირდა. სანაძემ კომენტარი ახალ კლუბსა და აზიაში გატარებულ პერიოდზე გააკეთა.
დუდა სანაძე: ბორაცის პირველი მიზანი ადრიატიკის ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება, რის შემდეგაც თუ ყველაფერი კარგად წავა, პლეი ოფის ზონაში გასასვლელად ვიბრძოლებთ. ყატარის დონე ევროპულ კალათბურთს ჩამოუვარდება. უბრალოდ მაინც მიმაჩნია, რომ რაღაც ოდენობით გამოცდილება კიდევ მივიღე. გარდა ამისა, აზიის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს კარგი თამაშით დავამახსოვრე თავი.
შეგახსენებთ, რომ დუდა საქართველოს ეროვნულ გუნდში 2013 წლიდან თამაშობს, საკლუბო დონეზე კი ბოლოს ყატარულ ალ ხორში ასპარეზობდა, სადაც მისი საშუალო მონაგარი 24.1 ქულა, 5.5 მოხსნა და 3.6 პასი იყო.  [xfgiven_embed]
[/xfgiven_embed]
მსგავსი სიალხეები
რეკლამა
[/banner_lidercatfishdesktop [/banner_lidercatfishmobile]