1SPORT

1SPORT

მერაბ დვალიშვილი და კოდი სტამანი სოციალურ ქსელში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

მერაბ დვალიშვილი და კოდი სტამანი სოციალურ ქსელში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ



UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი და ამერიკელი კოდი სტამანი Twitter-ში სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
სტამანისა და დვალიშვილის ორთაბრძოლა ჩანიშნული იყო, თუმცა შემდგომ გადაიდო. 7 თებერვალს მერაბმა კვლავ გამოიწვია სტამანი:
"ვწუხვარ შენი ბრძოლის გაუქმების გამო. ახლა მზად ვარ. მოდი, ხელახლა დავგეგმოთ ჩვენი ბრძოლა", - წერს მერაბი.



"შენ სულ ახლახან არ გადახტი თავით გაყინულ ტბაში?" - უპასუხა სტამანმა.



"დიახ, გადავხტი და ეს ვარჯიშის ნაწილი იყო. მე მზად ვარ, შენ?" - წერს მერაბი.

"მზად ხარ? შენ აირიდე თავიდან, გახსოვს? ამ ტბამ კი მაგრად მოგარტყა", - პასუხობს სტამანი.

"მე არ ამირიდებია თავი, მეგობარო. კოვიდი მქონდა და შენ არ მოითმინე 1 კვირა", - წერს მერაბი სტამანს.


დვალიშვილი სტამანს პირველად 6 დეკემბერს უნდა დაპირისპირებოდა, რა დროსაც ამერიკელმა ზურგის ტრავმა მიიღო და ბრძოლა არ შედგა. შემდეგ გახდა ცნობილი, რომ მებრძოლები 6 თებერვალს იჩხუბებდნენ, თუმცა დვალიშვილს კორონავირუსი შეხვდა და ბრძოლა მეორედ გადაიდო.



[xfgiven_embed]
[/xfgiven_embed]
მსგავსი სიალხეები
რეკლამა
[/banner_lidercatfishdesktop [/banner_lidercatfishmobile]