კონტაქტი:
[email protected]
» » ვინ და რატომ მალავდა არასროწლოვნების სასტიკი მკვლელობის ფიგურანტებს-გამაოგნებელი ახალი დეტალები-ხელისუფლებამ გამოგვიყენა და გაგვწირა...- მიხეილ კალანდიას მამა ალაპარაკდა

ვინ და რატომ მალავდა არასროწლოვნების სასტიკი მკვლელობის ფიგურანტებს-გამაოგნებელი ახალი დეტალები-ხელისუფლებამ გამოგვიყენა და გაგვწირა...- მიხეილ კალანდიას მამა ალაპარაკდა

image
5-06-2019, 16:36
9 447
0
მიხეილ კალანდიას მამა, თენგიზ კალანდია ხელისუფლების წინააღმდეგ ალაპარაკდა. იგი ამბობს, რომ ზაზა სარალიძის ოჯახის განადგურების შემდეგ, ხელისუფლება მას და მის შვილს მიადგა.
თენგიზ კალანდია არ გამორიცხავს, რომ ის უახლოეს დღეებში დააკავონ, თუმცა მანამდე სკანდალური განცხადების გაკეთებას აანონსებს.
„პროკურატურის ოქროს“ მოწმის მამა წელიწადნახევრის შემდეგ, აღნიშნავს, რომ სასურველი ჩვენების მისაცემად მასსა და მის შვილებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
კალანდია აპირებს, რომ „მოძალადე“ მაღალჩინოსნების ვინაობა საჯაროდ დაასახელოს და მათ წინააღმდეგ ჩვენების მიცემასაც გეგმავს.
რაც შეეხება ზაზა სარალიძეს, თენგიზ კალანდიას განცხადებით, მას სარალიძისთვის სამძიმრის გამოცხადების სურვილი აქვს, თუმცა არ იცის მიეცემა თუ არა შვილმოკლულ მამასთან შეხვედრის შესაძლებლობა.
„მათ უნდათ ჩემი ციხეში ყოფნა და პლუს 9 თვე ამ საქმის გაწელვა. ბერკეტი უჭირავთ, რომ ჩვენ ხმა არ ამოვიღოთ. ჩემი შვილის დაკავება, რა თქმა უნდა, პოლიტიკურია. თბილისი პატარაა და მალე გავიგებთ ყველაფერს, კონკრეტულად ვის ინტერესებში შედის ჩემი შვილის ციხეში ყოფნა“- განაცხადა თენგიზ კალანდიამ.
მისი თქმით, მოზარდების მკვლელობიდან მალევე ის და მისი შვილები, ქალაქის სამმართველოში გადაიყვანეს, სადაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ და ჩვენებაზეც ამის შემდეგ მოაწერინეს ხელი:
„ეს ფაქტი მოხდა 3 დეკემბერს. ამ ეტაპზე კონკრეტული ადამიანების სახელსა და გვარებს ვერ გეტყვით, 2-3 დღეც და ყველაფერს გაიგებთ. მათი ვინაობა ვიცი. პატარა ბავშვი ხომ არ ვარ, ვინ გვცემდა არ ვიცი?! ისინი პოლიციის მაღალჩინოსნები იყვნენ“- გვითხრა კალანდიამ.
მისი თქმით, ამ წელიწადნახევრის განმავლობაში მაღალჩინოსნებთან კომუნიკაცია არ ჰქონია. კალანდიას მტკიცებით, „მხოლოდ ცემა იყო, მაღალჩინოსნებისგან“.
„დამიჭირეს და სრულ იზოლაციაში მამყოფეს 8 თვე... ისინი ვიღაც-ვიღაცეებისთვის ხელის დადებას ითხოვდნენ, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ. კონკრეტულად ვისთვის უნდა დამედო ხელი, მაგას ამ წუთას ვერ გეტყვით... ვინც ზიან... თანამონაწილეები ვინც იყვნენ, ჩხუბში ვინც მიიღო მონაწილეობა. იქ იყო დაახლოებით 40 ბავშვი. გარდა ჩემი შვილისა და ჩემი შვილის მეგობრებისა, 51-ე სკოლელები იყვნენ დაახლოებით 30 ბავშვი“, - აღნიშნა კალანდიამ.
კითხვაზე, რატომ დუმდა ის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და რატომ არ განაცხადა სამართალდამცავთა მხრიდან მასზე განხორციელებულ შესაძლო დანაშაულზე ღიად, დაკავებული მიხეილ კალანდიას მამა ამბობს: „ეს იმხელა ტრაგედია იყო სარალიძეებისა და დადუნაშვილების ოჯახისთვის, რომ ჩემი ოჯახის ტრაგედია გვერდზე გადავდე და ხმას არ ვიღებდი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა ჩალითაა დაფარული. ჩემი შვილი საზოგადოების ნომერ პირველ მკვლელად გამოიყვანეს“.
თენგიზ კალანდია კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ მისი ოჯახის ნათესავის, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის უშუალო დავალებით, მიხეილ კალანდიას პროკურატურა მფარველობდა.
„მირზა სუბელიანი ჩემი შვილების ბიძაა, დეიდის ქმარი, სისხლი და ხორცი. მას როგორც მაღალჩინოსანს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია ჩემი შვილების მფარველობაში. ის, როგორც ბიძა ისე ედგა ჩემს შვილებს გვერდით და არა მაღალჩინოსანი, რომელიც რამეს მალავდა. არავის არაფერი დაუმალავს, ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა. უბრალოდ, მირზა სუბელიანის გვარი გამოიყენეს, გამოიყენეს ჩვენი გვარი და ოჯახი, რომ თავისი საქმე მიეღწიათ და როგორც სარალიძეები გაწირეს, იგივე ნაირად გაგვწირეს ჩვენ. სარალიძე გამოიყენეს - გაწირეს, ჩვენც გამოგვიყენეს და გაგვწირეს. კიდევ ბევრს გაწირავენ. რომელი გვარი და რამდენი შეეწირება კაციშვილმა არ იცის, ოღონდ თვითონ იყვნენ მშვიდად და წყნარად და ბევრს გაწირავენ. რა თქმა უნდა, ხელისუფლებაზე, პარლამენტზე, პროკურატურაზე, შინაგან სამეთა სამინისტროზე მაქვს საუბარი. ყველაზე ვისაც ინფორმაციაზე ხელი მიუწვდებოდა. ყველა ადამიანი ხელახლა უნდა დაიკითხოს.
პროკურატურისთვის, შსს-სთვის, ჩემი შვილი წელიწადნახევარი დამნაშავე არ იყო, ახლა უცებ, სააპელაციოში განაჩენის დადგომის შემდეგ, რა შეიცვალა რადიკალურად?! გამოიყვენს ბავშვი მკვლელად... პოლიტიკურად ის ვერ გაიტანეს რაც უნდოდათ, და ახლა ხელი შეგვახოცეს ჩვენ“- აღნიშნა კალანდამ.
მისი თქმით, მათ ოჯახზე მორიგი ზეწოლა მას შემდეგაც განხორციელდა, რაც მიხეილ კალანდიამ სასამართლოში პირველ ჩვენებაში განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა მათზე ფიზიკურად იძალადეს.
„მაგ ზეწოლის გამო არის მსჯავრდებული, რომელსაც 6 თვე ციხეში აყურყუტეს და შემდეგ 2 წლიანი პირობითი გაუფორმეს. მერაბ მორჩაძეს ვგულისხმობ“- თაქვა ბრალდებულის მამამ.
თენგიზ კალანდია ამბობს, რომ მასსა და მის ოჯახს საქმის მტკიცებულებები არ გაუქრიათ.
„არცერთი მტკიცებულება არ გამქრალა. უბრალოდ, ჩემი ბინიდან გავიტანეთ გ.ჯ-ს ტანსაცმელი, რომელიც ვინტილის ჭაში ჩავყარეთ. ჩვენ ნაგავში არ გადაგვიყრია. მე 6 შვილი მყავს, მათ შორის იმ დროს 5 არასრულწლოვანი იყო. არ მინდოდა სახლში მქონოდა რაღაც, რაც შემდეგ გახდებოდა რაღაცის საფუძველი, რომ ჩემი დათრგუნული ოჯახი კიდევ უფრო დაეთრგუნათ“- გვითხრა კალანდიამ.
დაკავებულის მამა ვერ გვეუბნება, რატომ არ ჩაატარა საგამოძიებო უწყებამ მისი შვილის ტანსაცმლის ექსპერტიზა, ბრალდებულის მამა ასევე ადასტურებს, რომ აღნიშნული სამოსის ექსპერტიზის საკითხი არც მას დაუყენებია. თენგიზ კალანდია ადასტურებს, რომ განყოფილებაში მისვლისას მის შვილს, მიხეილ კალანდიას ის ტანისამოსი ეცვა, რაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისას ეცვა, თუმცა პოლიციას შესაბამისი მოქმედება არ განუხორციელებია.
„როცა გავიგე, რომ მკვლელობა მოხდა, და დადუნაშვილის გარდაცვალების შესახებ გამოაცხადეს, მე ჩემი შვილი პოლიციაში იგივე ტანსაცმლით მივიყვანე, რომელიც ჩხუბის მომენტში ეცვა. მე არაფერი დამიმალავს. 1 იდან 2 დეკემბრის 9 საათამდე მთელი ღამე ჩვენ პოლიციაში ვიყავით. ჩვენ არაფერი დაგვიმალავს და გადაგვიგდია. ვიზუალურად და არც ტანსაცმელზე ეტყობოდა ჩემ შვილს სისხლი და არც არაფერი. თუ ექსპერტიზის ჩატარება უნდოდათ, იქვე შეეძლოთ გაეხადათ. თუ ცემა შეძლეს ჩემი შვილებისა და ჩემი, ტანსაცმლის გახდასაც მოახერხებდნენ და ექსპერტიზის ჩატარებასაც. ეს რატომ არ გააკეთეს, ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის“- განაცხადა „ნიუპოსტთან“ მიხეილ კალანდიას მამამ.
 
ნიუპოსტიшаблоны для dle 11.2





დამატება
კომენტარები (0)
Прокомментировать
Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив