კონტაქტი:
[email protected]
» » ნახეთ ვინ არიან ავღანეთში გიორგი მეფის დროს დარჩენილი ქართველების შთამომავლები "ცისფერთვალება გურჯები", რომლებიც შიშის ზარს სცემენ მთელს ავღანეთს!

ნახეთ ვინ არიან ავღანეთში გიორგი მეფის დროს დარჩენილი ქართველების შთამომავლები "ცისფერთვალება გურჯები", რომლებიც შიშის ზარს სცემენ მთელს ავღანეთს!

image
22-04-2019, 13:07
12 176
0
მუშთაიდის პარკის გენერალური მენეჯერი ირაკლი ბითაძე სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს და "ავღანელი გურჯების" შესახებ ყვება. 

"31-ე ბატალიონმა ავღანეთიდან ჩამოიტანა საინტერესო სიახლე - იქ, ქვეყნის სამხრეთში, ჰელმენდის პროვინციაში დღემდე არსებობს სოფელი, რომლის მცხოვრებლებიც საკუთარ თავს გურჯებს უწოდებენ. სოფელი მდებარეობს მთებში და მეტად განცალკევებულია სხვა სოფლებისაგან. ეს საკმაოდ დიდი სოფელია, რომლის მცხოვრებნიც თავს მიიჩნევენ ავღანეთის დამპყრობის, ქართველი მეფის, გიორგის შთამომავლებად. გიორგი მოუწამლავთ მაშინ და მისი მოლაშქრეების დიდი ნაწილი აქ დარჩენილა. ამბობენ, რომ მთელ ავღანეთში რამდენიმე ასეთი სოფელი არსებობს. როდესაც ამერიკელები და ავღანელები ჩვენებს უყვებოდნენ, ამ ”გურჯების” შესახებ, დასძენდნენ, რომ ესენი არიან ყველაზე სასტიკი და საშინელი ადამიანები - და დღემდე ეშინიათ მათი. ჰყვებიან, რომ თვით თალიბები ვერ რისკავენ მათ სოფლებში შესვლას დახმარების სათხოვნელად. ამერიკელებიც მოკრძალებულად უვლიან გვერდს, რათა არ დაარღვიონ მათი ნეიტრალიტეტი. პუშტუნელ ავღანელებს ჰქონიათ გამოთქმა: თუ ხიდზე პირისპირ შეეჩეხები გურჯს, გირჩევნია გადახტე ხიდიდან... ეს გურჯები ლაპარაკობენ პუშტუნთა ენაზე, მაგრამ გარეგნობით შესამჩნევად გამოირჩევიან მათგან, ისინი უფრო ღია ფერის არიან და ფერადი თვალები აქვთ - ძირითადათ ცისფერი. ისინი იფიცებიან, რომ არიან გურჯები, დარჩენილნი არიან ავღანეთში ქართველების ლაშქრობის შემდეგ და მათი წინაპართა გვარები - როსტომაშვილები, ყიფიანები, გურასაშვილები, დაღუნდარიძეები და კარგაძეები ყოფილა ... აი, ასეთია ეს ისტორია. საქმე ის გახლავთ, რომ ჯარისკაცები ხომ ვერ წაიყვანდნენ საქართველოდან თავიანთ ქართველ ქალებს და იქ დარჩენილნი, ქორწინდებოდნენ პუშტუნელ ქალებზე. შემდეგ მათი შვილებიც ასევე და თანდათან იკარგებოდა წმინდა ქართული გენეტიკა, მაგრამ მიუხედავათ განვლილი საუკუნეებისა, გარეგნული განსხვავება აშკარად თვალში საცემია. რაც მთავარია, მათ დარჩათ ისტორიული მეხსიერება და მეომრული სული, შემორჩენილი გიორგი მეფის ნარჩევი ვაჟკაცებისგან”,- წერს ირაკლი ბითაძე. 

ისტორიული წყაროები ქართველების ავღანეთში ჩასახლების ფაქტს ადასტურებენ. 
ისტორია მოგვითხრობს, რომ ავღანეთის პოლიტიკურ ასპარეზზე ქართველები ირანის შაჰების მზაკვრობით მოხვდნენ. XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან ირანს ორი პრობლემა გაუმწვავდა: ახალი - ავღანური და ტრადიციული - ქართული. ისპაჰანში გადაწყვიტეს ეს ორი ქვეყანა ერთმანეთისათვის მიესიათ... ქართლის სამეფოს უნდა დაქვემდებარებოდა მისგან ტერიტორიულად დაშორებული და უცხო ქვეყანა. ასეთ კავშირს დღეს "კოოპერაციული“ ეწოდება. ქართლის მეფეს უბოძეს ისპაჰანის გამგებლის, ირანის გვარდიის უფროსის, ქირმანისა და ბელუჯისტანის ხანის, ავღანეთის მბრძანებლის ტიტულები. ყველგან მას უნდა დაენიშნა მოადგილე - "ჯანიშინი", ოღონდ ქართლის ჯარით ავღანეთში თავად უნდა ჩასულიყო. ასეთი "კოოპერაციული“ სამფლობელოს ცენტრად აირჩიეს ქ. კანდაგარი, მთავარ ციხე-სიმაგრედ - გირიშკი.
1703 წელს თბილისში ჯანიშინად დაჯდა ვახტანგ VI, ავღანეთში შევიდა გიორგი XI, მას 4000 ქართველი და 20000 ირანელი ახლდა. მამაცნი არიან ავღანელები, ერთ ღამეში გააქციეს 20000 ირანელი. მამაცნი იყვნენ მაშინდელი გურჯებიც. ჩამოიშორეს ირანელები - ხელს გვიშლიანო. საღამოს მიიჭრა აზნაური ცალქალამანიძე ავღანელთა ბანაკთან და გასძახა დამხვდურთ: "ირანელები არ გეგონოთ. მოვიდა საქართველოს ვალი გურგინ-ხანი“. შიშის ზარი დაეცა მოწინააღმდეგეს. მეორე დღეს ერთიანად შემუსრეს ქართველებმა 10-ჯერ მეტი მოწინააღმდეგე. აიღეს კანდაგარი, ჰერატი, ქაბული... ასე დაიწყო ავღანეთში ქართველთა ათწლიანი "ბატონობა“.
ვის ვემსახურებოდით, ვისთვის ვღვრიდით სისხლს? - ავღანეთში ქართველებმა ორი თვისება გამოამჟღავნეს: საარაკო მამაცობა (4000 კაცი თავზარს სცემდა პუშტუნთა და ბელუჯთა მრავალრიცხოვან მეომარ ტომებს), - და სისასტიკე, არნახული დაუნდობლობა. ქართველთა რაზმებს ხშირად შაჰი ირანულ ლაშქარს უკან ჩაუყენებდა ხოლმე. ირანელ მეომრებს ზურგის უფრო ეშინოდათ და ბრძოლის ველიდან გამოქცევას მოწინააღმდეგესთან შეჯახებაში სიკვდილს ამჯობინებდნენ. თუ გაიმარჯვებდნენ, სახელსაც ხომ დაიგდებდნენ! ალავერდი ხან უნდილაძემ ყიზილბაშური ტომები ისე ამოჟლიტა. როდესაც შაჰმა უსაყვედურა, გადააჭარბეო, ასე გაიმართლა თავი: შენს ბრძანებას ვასრულებდიო. ჰო, ოღონდ ნამეტანი სიხალისითო, - გესლიანად ჩაიბურტყუნა შაჰ-აბას I-მა.
შაჰ-ჰუსეინმა ირანის დიქტატორად დანიშნა ლევან ვახტანგის ძე ბაგრატიონი (ვახტანგ VI-ის მამა). ერთ კვირაში ათასობით თავი გაგორდა ისპაჰანში. მასაც შენიშვნა მისცეს. ხედავ რა სიმშვიდე ჩამოვაგდე, რას ითვლი გაგორებულ თავებს, ხალხის მეტი რა გყავსო, - უპასუხა ქართველმა დიქტატორმა. რა ენაღვლებოდა საქართველოს დამპყრობი ქვეყნის ქვეშევრდომთა მოჭრილი თავები...
ავღანეთში მაინც უღმერთოდ გაავდნენ გურჯები. გაუგებარია რა მოხდა, რამ შეცვალა ქართული სული კანდაგარში. გიორგი XI ლექსებს წერდა, სპარსულიდან თარგმნიდა, უყვარდა მუსიკა, ლიტერატურა. მაშ როგორ გავაანალიზოთ აუხსნელი ფენომენი, რომელიც ეროვნულ ქართულ სათნოებას სატანის ბრჭყალებში აქცევს უცხო მიწაზე? ქართული სიკეთე გარეთ რატომ იქცევა ბოროტებად, იუმორი - ცინიზმად, ქეიფი - ღრეობად, სიყვარული - სექსუალურ გახელებად?
ალბათ, ქართული ზნეობრივი კოდექსი მიუღებელი იყო აღმოსავლური სინამდვილისათვის. იქნებ ქართველი უცხო მხარეში სწორედ ისე იქცეოდა, როგორც ადგილობრივი ეთნოფსიქოლოგია კარნახობდა. თამარის შემდეგ ქართული ხასიათი რბილი რაინდიზმია, სახარებისეული სათნოება. ოღონ გვიან შუასაუკუნეებში თამარის ხაზი არ გამოდგა. აფთართა ხროვაში ვცხოვრობდით, სახარება კი არა, კბილების სიბასრე უფრო გადაგვარჩენდა. ჩვენ ვფიქრობთ, გიორგი XI ცდილობდა ავღანეთის აჯანყებას, რათა ირანის იმპერია დაეშალა. 1709 წელს ავღანეთში მოკლეს გიორგი XI. ტრაგიკული იყო გურგინ-ხანის დასასრული. თითქოს ბედისწერამ გასწირა. თვითონვე მიექანებოდა სიკვდილისაკენ.
კანდაგარში ქართველ ხანს ღირსეული მეტოქე გამოუჩნდა, აბდალთა ტომის ბელადი მირ-ვეისი. დააპატიმრეს ქართველებმა მირ-ვეისი, ირანში გაგზავნეს. დიდძალი ქრთამით დაიხსნა თავი ავღანელმა. უკან ჩამოვიდა. ერთმანეთს უთვალთვალონო, დაასკვნა შაჰმა. გაღიზიანებული გიორგი XI ხშირად აწვალებდა ავღანელს, აბუჩად იგდებდა (მირ-ვეისის ვაჟი - 15 წლის მირ-მაჰმუდი შეურაცხყოფილი გაიქცა შორეულ პროვინციაში. 10 წლის შემდეგ მან დაიპყრო ირანი და შაჰი გახდა).
მირ-ვეისმა აუჯანყა ქართველებს ერთ-ერთი ტომი. როდესაც ქართული ლაშქარი ალექსანდრე ბაგრატიონის მეთაურობით გავიდა კანდაგირიდან, გიორგი XI დარჩენილი ქართველებით თავისთან მიიპატიჟეს ავღანელებმა ნადიმზე. 20000 კაცი დაესხა ნასვამ ქართველებს. ერთიანად ამოჟლიტეს. "მოკვდა გურგინ-ხანი“, - შესძახა მირ-ვეისმა ამბოხებულებს. "იგი ირანის უპირველესი სარდალი იყო. პატივი მას!“ თოფები დააქუხეს ავღანელებმა, "მაგრამ იგი მტარვალი იყო“, - განაგრძო ავღანთა ბელადმა, - ,,ვათრიოთ იგი!“ 3 დღე ათრევდნენ ქართველ მეფეს გახარებული ავღანელები.
შაჰ-ჰუსეინმა ავღანეთის მბრძანებლად ახლა ქაიხოსრო I ბაგრატიონი დანიშნა, რომელიც მალე, კანდაგარზე იერიშისას დაიღუპა. იგი შეცვალა ჯერ ალექსანდრე ბაგრატიონმა, ხოლო 1712 წელს ვახტანგ VI-მ. ვახტანგ VI არ ჩავიდა კანდაგარში. "ქართული ღობის“ მოშლის შემდეგ ავღანელებმა თვითონ დაიპყრეს მთელი ირანი. ისპაჰანის აღებისას დაიღუპა კიდევ ერთი დიდი გურჯი - როსტომ ბაგრატიონი 100 ქართველითურთ. საკმარისი იყო გამოჩენილიყო თუნდაც 1000 ქართველი, ავღანელები უკან დაიხევდნენ, მაგრამ ვახტანგ VI-მ ხელი არ გაანძრია სეფიანთა იმპერიის დასაცავად. ავღანელთა მახვილმა და ქართველთა გულგრილობამ ბოლო მოუღო სეფიანთა დინასტიის მძლავრობას.
მრისხანე გურგინ-ხანი (გიორგი XI) ახლაც კარგად ახსოვთ ავღანეთში. ვინ არის ეს ბედკრული ქართველი მეფე? - ირანის ფაქტობრივი დამანგრეველი. მაგრამ ვინ არის ჩვენთვის? - გმირი? ხომ საამაყოა მისი გულადობა, სამხედრო ნიჭი, ამტანობა, მაგრამ მან თავისი სისასტიკით გააოგნა დიდიც და მცირეც (თუმცა ავღანეთში მის სისასტიკეს დიდ ყურადღებას არ აქცევენ, სისასტიკე პუშტუნურ ტომებში ჩვეულებრივი მოვლენაა). გიორგი XI და აღმოსავლეთის ქვეყნების ყველა ქართული წარმოშობის მბრძანებელი ჩვენი ტკივილია. რა იქნებოდა, ეს ტუნისიდან ინდოეთამდე გაბნეული ძალა რომ შენივთებულიყო? ქართველებს ალბათ ვერც ერთი იმპერია ვერ გადასძლევდა. კრწანისის ველზე 3000 კაცი ძლივს მოაგროვა მოხუცმა ერეკლე II-მ. სწორედ ამ დროს ერაყში 7-8 ათასი, ეგვიპტეში 18000 პროფესიონალი ქართველი მეომარი იყო. ახლა ირანის, თურქეთის, დიდი მოგოლის არმიებში მყოფი ქართველები?
ქართველთა ერთობა რომ ფრიად საშიში იყო, მოყვარემაც იცოდა და მტერმაც. ვერ ხერხდებოდა ერთიანობა, დაპყრობილი, დაწიხლული ქართველი ძალითა თუ ნებსით უცხო იმპერიების სამსახურში დგებოდა, - უცხოეთში გაიწოვებოდა ეროვნული ენერგია ქართველთა.шаблоны для dle 11.2





მსგავსი სიახლეები
დავიდ ვილას ისტორია ნაწილი II: პირველი გუნდი, წარმოუდგენელი სატრანსფერო თანხა და ახდენილი ოცნება
დავიდ ვილას ისტორია ნაწილი II: პირველი გუნდი, წარმოუდგენელი სატრანსფერო თანხა და ახდენილი ოცნება
Sport365.ge გთავაზობთ დავიდ ვილას ისტორიის გაგრძელებას. როგორც იცით, გუშინ აღნიშნული ისტორიის პირველი ნაწილი შემოგთავაზეთ, რომელიც ქვემოთ მოცემულ
„ყველას, ვისაც ეამაყება, რომ ქართველია!!! წადით და სხვებსაც მოუყევით!“
„ყველას, ვისაც ეამაყება, რომ ქართველია!!! წადით და სხვებსაც მოუყევით!“
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის ყოფილი კანდიდატი მარიამ შელეგია სოციალურ ქსელში წერს, თუ რატომ უნდა გვეამაყებოდეს ქართველობა: 
დამატება
კომენტარები (0)
Прокомментировать
Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив