კონტაქტი:
[email protected]
» » ''რატომ განვაგრძობ ტრადიციას, რომელიც რატომღაც ''პრადვინუტების'' საქილიკოდ იქცა?''

''რატომ განვაგრძობ ტრადიციას, რომელიც რატომღაც ''პრადვინუტების'' საქილიკოდ იქცა?''

image
26-04-2019, 10:39
1 280
0
სოციალურ ქსელში არ წყდება მსჯელობა BBC -ის სიუჟეტზე, რომელიც საქართველოში მომზადდა და აღდგომას საფლავებზე გასვლის ტრადიციას მიეძღვნა. მსჯელობენ, რამდენად ნორმალურია მიცვალებულებთან ერთად ჭამა ზოგი ამ ტრადიციის დავიწყებაზეც საუბრობს. თემას ჟურნალისტი ინგა გრიგოლიაც ეხმაურება.

''რატომ დავდივარ ბებია-ბაბუების საფლავებზე და რატომ განვაგრძობ ტრადიციას, რომელიც რატომღაც ''პრადვინუტების'' საქილიკოდ იქცა... იმიტომ რომ სწორედ მათგან მაქვს ნასწავლი, ვის საფლავებზე დღეს მე ავდივარ ხოლმე წითელი კვერცხებით, პასქით და ღვინით.

მათგან ვიცოდი მთელი ცხოვრება, რომ ეს იყო წასული ადამიანების სიყვარულის და მოგონებების
საუკუნოვანი ტრადიცია. ყოველთვის ვიცოდი, რომ საჭმელი, რომელიც ჯერ მათთან ერთად მიგვქონდა და ეხლა უკვე მათ საფლავებზე მიმაქვს ხოლმე, გაჭირვებული ადამიანებისთვისაა რეალურად...

მიმაქვს, ვტოვებ კარგად შეფუთულს და ვიცი, რომ მას აუცილებლად წაიღებს ის, ვისაც ყველაზე მეტად შია და სჭირდება... არ მივიღებ არასოდეს ჩემი ტრადიციების დაცინვას და არც იმას, რომ თუ მე ან რომელიმე ჩემი ოჯახის წევრი იქ ერთ ან სამ ჭიქა ღვინოს დალევს, თურმე სიბნელეა და ღრეობა...

ასე იქნება ჩემს სიკვდილამდე და მერე, ჩემს შვილსაც აუცილებლად ეცოდინება, რომ ესაა სიყვარულის და მოგონების ჩვენეული ტრადიცია, რომელიც არასოდეს უნდა დაივიწყოს....

ხო, კიდევ-ბებიაჩემი და ბებიაჩემის ბებიაც ასე მეუბნებოდა და მასწავლიდა ხოლმე -ქრისტე აღ-ს-დგაო და დღემდე ასე ვამბობ მეც..

ესეც ჩემი ბავშვობიდან წამოღებული ჯადოსნური სიტყვებია და ასე ვამბობ დღემდე..მე მიყვარს ჩემი ქვეყნის ტრადიციები, მიყვარს და ორგანულია ჩემთვის მიცვალებულის მოსახსენებელ დღეებში ჩემების საფლავებზე დატვირთული ასვლა(ჩემი წამოსვლოდან ხუთ წუთში ვიღაც უცხოებს რომ მიაქვთ ეს საჭმელი), მიყვარს იქ კვერცხის გადაგორებაც და ერთი ჭიქა ღვინის დალევაც, რადგან ძალიან უყვარდათ ეს ყველაფერი მათ, ვინც ამ ტრადიციებით გამზარდა და მიყვარს ასე საფლავზე ჩამომჯდარი მათთან ჩემთვის ბუტბუტი...

ხოდა ძალიან მაღიზიანებენ ამ ტრადიციებზე მოქირქილე და მოღადავე ადამიანები და მომავალ აღდგომასაც ასე მოგილოცავთ- ''ქრისტე აღსდგათქო, მომავალ წელსაც ავალ საჭმელებით სავსე ხელჩანთით სასაფლაოზე, ავიტან ღვინოსაც და კიდევ ერთხელ მოვეფერები იმ ადამიანებს, ვინც აღარ მყავს და ვინც ჩემი ქვენის ყველა ტრადიცია შემაყვარა''.шаблоны для dle 11.2





მსგავსი სიახლეები
ინგა გრიგოლია ნინას სკანდალს ეხმაურება და ჟურნალისტი მომღერალს საჯაროდ მიმართავს!
ინგა გრიგოლია ნინას სკანდალს ეხმაურება და ჟურნალისტი მომღერალს საჯაროდ მიმართავს!
ორი დღეა ნინა წკრიალაშვილის გარშემო განსჯა-განხილვა არ წყდება. საზოგადოების აზრი ორად გაიყო - ერთი დიდი ნაწილი ნინას გამბედაობას იწონებს და
დავიდ ვილას ისტორია ნაწილი II: პირველი გუნდი, წარმოუდგენელი სატრანსფერო თანხა და ახდენილი ოცნება
დავიდ ვილას ისტორია ნაწილი II: პირველი გუნდი, წარმოუდგენელი სატრანსფერო თანხა და ახდენილი ოცნება
Sport365.ge გთავაზობთ დავიდ ვილას ისტორიის გაგრძელებას. როგორც იცით, გუშინ აღნიშნული ისტორიის პირველი ნაწილი შემოგთავაზეთ, რომელიც ქვემოთ მოცემულ
დამატება
კომენტარები (0)
Прокомментировать
Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив