კონტაქტი:
[email protected]
» » "ხვალ სატანური დღეა, ფრთხილად იყავით... როგორ მოვიქცეთ რომ რამე უბედურებას არ გადავეყაროთ" - მიხეილ ცაგარელი განცხადებას ავრცელებს

"ხვალ სატანური დღეა, ფრთხილად იყავით... როგორ მოვიქცეთ რომ რამე უბედურებას არ გადავეყაროთ" - მიხეილ ცაგარელი განცხადებას ავრცელებს

image
18-05-2019, 00:43
10 211
0
საქართველოში არჩევნები 19 მაისს არ უნდა დანიშნულიყო. ამის შესახებ "2020NEWS“-ს ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა განუცხადა.

19 მაისს ცის კაბადონზე საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული, რაც აუცილებლად აისახება ადამიანების განწყობაზე.

"19 მაისი არის დღე, როდესაც არ უნდა დაინიშნოს არანაირი არჩევნები. ამ დღეს არის სავსემთვარეობა. სავსემთვარეობა კი არის მძიმე ენერგეტიკული დღე, როდესაც მზე და მთვარე ურთიერთწინააღმდეგობაშია. საომარი სიტუაციაა გამოცხადებული ცის კაბადონზე.

ეს ყველაფერი, რასაკვირველია, ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე. ემოცია გადადის ყველანაირ ზღვარს. მატულობს აგრესია. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, თუ მოიმატებს აგრესია, შეხლა-შემოხლა, ერთმანეთის შეურაცხყოფა.

ერთადერთი რაც გვიშველის, არის ის, რომ მზე იმყოფება შედარებით მშვიდ, კუროს ზოდიაქოში. მაგრამ დაძაბულობა ჩვეულებრივ ზღვარს გადავა. სავსემთვარეობის დროს კი, გლეხი წყალსაც არ უსხამდა მცანარეს. იმიტომ რომ არაფრისთვის არ შეიძლებოდა ხელის ხლება. ეს არის ე.წ. სატანური დღე. სატანურ დღეს არჩევნების დანიშვნა, იყო სრული აბსურდი“, - განაცხადა მიხეილ ცაგარეულმა.

შეგახსენებთ, 19 მაისს საქართველოში შუალედური არჩევნები გაიმართება.шаблоны для dle 11.2





მსგავსი სიახლეები
არ შემიძლია ადამიანების ჩაგვრა განსხვავებული ორიენტაციის გამო...
არ შემიძლია ადამიანების ჩაგვრა განსხვავებული ორიენტაციის გამო..." - ნინო ქათამაძემ 17 მაისს საპატრიარქოს დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა
მომღერალი ნინო ქათამაძე აცხადებს, რომ 17 მაისს საქართველოში არ იქნება და სამების ტაძრის ეზოში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის
დამატება
კომენტარები (0)
Прокомментировать
Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив