16 ივნ, 2026
სხვა

"თუ სამედიცინო ხარჯებისთვის ფული დაგჭირდება, შემატყობინე" - ვინ რა დაწერა ილიას მარცხის შემდეგ: ცნობილი სპორტსმენების გამოხმაურებები

"თუ სამედიცინო ხარჯებისთვის ფული დაგჭირდება, შემატყობინე" - ვინ რა დაწერა ილიას მარცხის შემდეგ: ცნობილი სპორტსმენების გამოხმაურებები

UFC-ის ორი წო­ნის ქარ­თვე­ლი ჩემ­პი­ო­ნი, ილი თო­ფუ­რია, სამ­წუ­ხა­როდ, ამე­რი­კელ ჯას­ტინ გე­ი­ჯის­თან ბრძო­ლა­ში და­მარ­ცხდა. ილი­ას მარ­ცხმა მისი მი­ლი­ო­ნო­ბით გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და­ამ­წუხ­რა, ისი­ნი თა­ვი­ანთ ფა­ვო­რიტ სპორ­ტსმენს ამ­ხნე­ვე­ბენ და ზუს­ტად იცი­ან, რომ თო­ფუ­რია, ამ მარ­ცხის შემ­დეგ, კი­დევ უფრო ძლი­ე­რი დაბ­რუნ­დე­ბა.

  • რა თქმა უნდა, არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლებ­საც ილი­ას მარ­ცხი ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და. მათ შო­რის არის სო­მე­ხი მებ­რძო­ლი, არ­მან ცა­რუ­კი­ა­ნია, რო­მე­ლიც უკვე დიდი ხა­ნია თო­ფუ­რი­ას­თან არის და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი.

ვნა­ხოთ რო­გორც გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ სპორ­ტსმე­ნე­ბი გე­ი­ჯი-თო­ფუ­რი­ას ბრძო­ლას:

არ­მან ცა­რუ­კი­ა­ნი:

  • UFC-ის სო­მეხ­მა მებ­რძოლ­მა, არ­მან ცა­რუ­კი­ან­მა ილია თო­ფუ­რი­ას წა­გე­ბა­ზე 1 მლნ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის ფსო­ნი გა­ნა­თავ­სა და 5 მლნ მო­ი­გო.

"ილია, თუ სა­მე­დი­ცი­ნო ხარ­ჯე­ბის­თვის ფული დაგ­ჭირ­დე­ბა, შე­მა­ტყო­ბი­ნე", - და­წე­რა ცა­რუ­კი­ან­მა X-ზე არ­მა­ნი მხო­ლოდ ამ პოს­ტით არ შე­მო­ი­ფარ­გლა და კი­დევ ერთი პოს­ტი მი­უ­ძღვნა ქარ­თველ სპორ­ტსმენს - "ილია :"აღარ შე­მიძ­ლია" თო­ფუ­რია".

ის­ლამ მა­ხა­ჩე­ვი:

ის­ლამ მა­ხა­ჩე­ვიც ილი­ას ერთ-ერთი მთა­ვა­რი კონ­კუ­რენ­ტია და ალ­ბათ არა­ვის უკ­ვირს მისი ირო­ნი­უ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა:

"კა­რი­ე­რის ყვე­ლა­ზე დიდ ბრძო­ლა­ში და­ნე­ბე­ბა - ეს ისაა, რისი გა­კე­თე­ბაც ყვე­ლას არ შე­უძ­ლია. ნამ­დვი­ლი ლე­გენ­და. გი­ლო­ცავ, ჯას­ტინ. თუ ვინ­მე ამ ქა­მარს იმ­სა­ხუ­რებს, შენ ხარ", - წერს მა­ხა­ჩე­ვი.

ხამ­ზატ ჩი­მა­ე­ვი:

ხამ­ზა­ტი, რო­მე­ლიც ზო­გა­დად, ქარ­თვე­ლებ­თან და ქარ­თველ სპორ­ტსმე­ნებ­თან მე­გობ­რობს, წერს:

"ისი­ნი, ვინც სხვე­ბის და­მარ­ცხე­ბით ხა­რო­ბენ, ამ სპორ­ტში ვე­რას­დროს ნა­ხა­ვენ სი­დი­ა­დეს".

კო­ნორ მა­კგ­რე­გო­რი:

ბრძო­ლას ლე­გენ­და­რუ­ლი ირ­ლან­დი­ე­ლი მებ­რძო­ლი, კო­ნორ მა­კგ­რე­გო­რიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა. "და­ნებ­და, სამ­წუ­ხა­როა ამის და­ნახ­ვა. ის შე­ქე­ბას იმ­სა­ხუ­რებს, ამ მარ­ცხის შემ­დეგ უფრო ძლი­ე­რი გახ­დე­ბა", - წერს კო­ნო­რი.

ტე­რენს კრო­უ­ფორ­დი:

"ეს ის ბი­ჭია, რო­მელ­მაც თქვა, რომ ნო­კა­უ­ტში ჩა­მაგ­დებ­და?"

კრო­უ­ფორ­დის ეს პოს­ტი კო­ნორ მა­კგ­რე­გორ­მა გა­ა­ზი­ა­რა და და­წე­რა:

"რას ამ­ბობ? შე­გიძ­ლია ჭი­და­ო­ბა, მაგ­რამ გე­ში­ნია MMA-ს ბრძო­ლის. ჩემ­თვის ეს სა­ვა­ლა­ლოა. MMA-ს ბრძო­ლის­თვის გამ­ბე­და­ო­ბა არ გყოფ­ნის".

პედი პიმბლე­ტი:

პედი პიმბლე­ტიც ერთ-ერთი მებ­რძო­ლია მათ შო­რის, რო­მე­ლიც ილი­ას­თან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლია. ბრი­ტა­ნელ­მა მებ­რძოლ­მა, რა თქმა უნდა შან­სი ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვა და ასე­თი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"ერ­თა­დერ­თი, რაც უნდა გა­გე­კე­თე­ბი­ნა, 38 წლის მო­ჭი­და­ვეს და­მარ­ცხე­ბა იყო. მის ნაც­ვლად, სკამ­ზე წა­მოხ­ვე­დი, რო­გორც პა­ტა­რა ძუკ­ნა, რაც სი­ნამ­დვი­ლე­ში ხარ მე ნამ­დვი­ლი მებ­რძო­ლი ვარ და 5 რა­უნ­დი ვი­ჩხუ­ბე გე­ი­ჯის­თან".

ცნო­ბის­თვის, ილია თო­ფუ­რი­ამ­დე ჯას­ტინ გე­ი­ჯიმ სწო­რედ პედი პიმბლე­ტი და­ა­მარ­ცხა.

პა­უ­ლო კოს­ტა

"ილია თო­ფუ­რი­ას ჰა­ი­პი დას­რულ­და"

ჰენ­რი სეჰუ­დო

"რა ბრძო­ლა იყო გე­ი­ჯის მხრი­დან. ილია მის­თვის უც­ნობ ად­გი­ლას წა­იყ­ვა­ნა".

  • მარ­ცხის შემ­დეგ ილი­ამ თვი­თო­ნაც გა­მო­აქ­ვეყ­ნა პირ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბა და და­წე­რა, რომ უფრო ძლი­ე­რი დაბ­რუნ­დე­ბა:

"ჯას­ტინ, გი­ლო­ცავ. თქვი, რომ ჩემს სა­ხე­ზე კვალს და­ტო­ვებ­დი... და ასეც მო­ი­ქე­ცი.პირ­ველ რა­უნდში მარ­ჯვე­ნა თვა­ლი­დან მხედ­ვე­ლო­ბა წა­მარ­თვი, მე­ო­რე რა­უნ­დის ბო­ლოს კი მარ­ცხე­ნი­და­ნაც.

გა­სა­მარ­თლე­ბელ მი­ზე­ზებს არ ვე­ძებ. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ბა­ნა­კი მქონ­და. ოქ­ტა­გონ­ზე მზად მყო­ფი მი­ვე­დი. გუ­შინ­დე­ლი ღამე შენი იყო. ასე­თია ამ თა­მა­შის ბუ­ნე­ბა.

დი­დე­ბა და ტკი­ვი­ლი გვერ­დიგ­ვერდ და­დი­ან. გა­მოვ­ჯან­მრთელ­დე­ბი, და­ვის­ვე­ნებ და უფრო ძლი­ე­რი, ბრძე­ნი და გა­ცი­ლე­ბით სა­ში­ში დავ­ბრუნ­დე­ბი.

და და­მი­ჯე­რე... ეს ამ­ბა­ვი ჩვენს შო­რის ჯერ კი­დევ შორს არის და­სას­რუ­ლის­გან.

ჩვენ გვექ­ნე­ბა რე­მატ­ჩი", - წერს ილია თო­ფუ­რია.